დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე
1. IMF: რუსეთის ეკონომიკა ფართომასშტაბიან სანქციებს ვერ გაუძლებს
უახლოეს პერიოდში რუსეთი ვერ დააღწევს თავს ფართომასშტაბიან სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო დაუწესა და დამატებითი ზიანიც შეიძლება მიიღოს, თუ ეს შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარმა ეკონომისტმა პიერ–ოლივიე გურინშამ განაცხადა.
2.ნულოვანი ბრუნვა და არალიკვიდური ბაზარი - რას ჩავწერთ ევროკომისიის კითხვარში კაპიტალის ბაზრის შესახებ
საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, მაგალითად მარტში სულ 3 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ მხოლოდ 1309 ლარი შეადგინა, დღიური საშუალო ბრუნვა კი 57 ლარი იყო. პოლიტიკოსები და ეკონომისტები პერიოდულად კაპიტალის ბაზრის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს, თუმცა, როგორც წესი, არაფერი იცვლება. ფასიანი ქაღალდებით დაინტერესება არც სავალდებულო საპენსიო დაზღვევას გაუჩენია და მთელი დანაზოგი ისევ ბანკების ხელში გადავიდა.
3.ჩინეთმა სამხრეთ კავკასიის გავლით ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამუშავა
ჩინეთმა გერმანიის მიმართულებით ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამოქმედა, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გადის და საბოლოო დანიშნულების წერტილია გერმანიის ქალაქი მანგეიმი.
4.დეფოლტი მეორე რუსულმა ბანკმაც გამოაცხადა
ანტირუსულ სანქციებში მოხვედრილმა როსსელხოზბანკმა ვერ შეძლო დათქმულ ვადაში $500–მილიონიანი ევროობლიგაციების დაფარვა, რომელიც 2023 წელს უნდა დაიხუროს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წერს RBC-Ukraine.
5.მომავალი 7 წლის მანძილზე საქართველო მშპ-ს ზრდით ერთ-ერთი ლიდერი იქნება არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში - კოვზანაძე IMF-ის პროგნოზზე
„სავალუტო ფონდი პროგნოზით მომავალი 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება არამარტო რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტ საბჭოთა სივრცეში და ევროპაშიც მშპ-ს ზრდის მიხედვით“, — ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
6.მეთხილეობაში ცოდნის ნაკლებობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
დასავლეთ საქართველოში თხილის წამლობა დაიწყო. როგორც ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, პირველი 2 წამლობა აპრილსა და მაისში ძირითადად სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ არის მიმართული. წინა წლებისგან განსხვავებით, თხილის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა მავნებლები კვლავ რჩება გამოწვევად.
7.ირაკლი როსტომაშვილი „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობიდან გადადგა
არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
8.ბანკების წმინდა მოგება მარტში წინა თვესთან შედარებით თითქმის 21%-ით გაიზარდა
2022 წლის მარტში ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 110 მლნ ლარს გადააჭარბა და წინა თვესთან (თებერვალი — 90.6 მლნ ლარი) შედარებით 21%-ით გაიზარდა. გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა სექტორისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ მაინც ფიზიკური პირების სესხები რჩება.
9.რუსეთში ბრენდი RuCoLa–ს რეგისტრაციაზე განაცხადი გააკეთეს
რუსეთში ბრენდის RuCoLa რეგისტრაციას გეგმავენ. შესაბამისი განაცხადი როსპანტენტში გამოჩნდა. ამ ბრენდის ქვეშ გაზიანი წყლის, წვენების და ლიმონათების გამოშვებას გეგმავენ. განაცხადი კომპანიამ „სასმელები ჩერნოგოლოვკიდან – აკვალაიფ“ შეიტანა. ამერიკულ Coca-Cola Company–ში უკვე იციან ამის შესახებ და რუსულ კონკურენტს სასამართლოშიც უჩივლებენ. მანამდე უკვე ჰქონდა Coca-Cola–ს ერთი სასამართლო დავა „ჩერნოგოლოვკასთან“ გამაგრილებელი სასმლის Fantola გამო.
10.Airbnb-ის მოთხოვნამ მარტში თბილისში 91%, ხოლო ბათუმში 405% შეადგინა - GALT & TAGGART
Airbnb-ის ბაზარი თითქმის სრულად აღდგა 2022 წლის მარტში. ამის შესახებ ინფორმაციას GALT & TAGGART ავრცელებს. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან მარტში Airbnb-ის მოთხოვნამ თბილისსა და ბათუმში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.