დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-05-02 23:55:52

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. ლეგ ტინკოვი: „მე არ შემეძლო ფასზე საუბარი... წილის კაპიკებად გაყიდვა მაიძულეს ჩემი განცხადებების გამო“

„ტინკოფ ბანკის“ დამფუძნებელმა რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა პირველად მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე რუსეთის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ინტერვიუ მისცა გაზეთ New York Times–ს. ბიზნესმენის განცხადებებს BBC-ს რუსული რედაქცია აკომენტარებს.



2. „ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში განსაზღვრული დირექტივები მეტწილად დაახლოებულია“ - სებ EU-ს კითხვარზე

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარში რამდენიმე შეკითხვა საბანკო სექტორს ეხება. საქართველოს მთავრობამ უნდა მიუთითოს სექტორის შესახებ არსებული ზოგადი მონაცემები.



3. წლის ბოლომდე რუსული ნავთობის აკრძალვა და ბანკების SWIFT–დან გათიშვა – ევროკავშირის გეგმები

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მიმართავს წინადადებით, წლის ბოლომდე აკრძალონ რუსული ნავთობის იმპორტი და რიკ რუსულ ბანკებს, მათ შორის სბერბანკს, შეუწყვიტონ წვდომა საერთაშორისო საგადახდო სისტემაზე SWIFT. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.



4.მარტში ჩინეთში ექსპორტმა იმპორტს $26 მლნ-ით გადააჭარბა

მარტში ჩინეთში ექსპორტმა იმპორტს $26 მლნ-ით გადააჭარბა და $125 მლნ-ს მიაღწია. კვარტალური მასშტაბითაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5%-მდეა შემცირებული. წლის პირველ სამ თვეში საქართველომ ჩინეთში ექსპორტზე $220 მლნ-ის პროდუქცია გაიტანა და იქიდან იმპორტის გზით $242 მლნ-ის შემოიტანა.




5.დღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება სავალდებულო

დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



6. სავალუტო რეზერვების მოცულობიდან გამომდინარე არ არის გამართლებული რეზერვების ნაწილის ოქროში ინვესტირება - სებ


ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას საკმარისი ოდენობის საერთაშორისო რეზერვები ჰქონდეს. საქართველოსთვის, როგორც მაღალი დოლარიზაციისა და მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რეზერვების არსებობა განსაკუთრებით აუცილებელია. ეს უფრო მეტად თვალსაჩინო პანდემიის და ომის დროს გახდა.



7.ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი და კაპიტალიზაცია შემცირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.583 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 39 მლნ-ით ნაკლები. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირებულია ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი


8.ფინანსთა მინისტრი: წარმოუდგენელია, რუსული სანქცირებული პროდუქცია ევროკავშირში საქართველოს გავლით გავიდეს


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გამორიცხავს, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც დასავლური ქვეყნების მიერ სანქცირებულია, ამავე ქვეყნებში შეზღუდვების გვერდის ავლით, საქართველოდან გავიდეს.



9. პროკურატურამ ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



10. „სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკებთან აფილირებული კომპანიების მოგებაა“ - არჩილ მორჩილაძე


სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა. ისინი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს მიმართავდნენ, ცვლილებები შესულიყო „ბანკების შესახებ კანონში“, რათა კომერციულმა ბანკებმა ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.



თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up