დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-09 21:00:22

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. „გაცვლითი კურსის გამყარებას ეკონომიკაზე 7 მთავარი ეფექტი ექნება“ - ISET

ერთ თვეზე მეტია, ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 8 თებერვლისთვის განსაზღვრული კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9480 ლარი ღირს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დოლარი იმავე 8 თებერვალს 2.9125 ლარამდეც ჩამოვიდა, რაც 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ლარის ყველაზე მყარი კურსია.



2.მომგებიანობით საბანკო სექტორის ლიდერი „პროკრედიტ ბანკია“ - რეიტინგი

2021 წელს საქართველოში მოქმედმა 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ სექტორის 2020 და 2019 წლების ჯამური წმინდა მოგება 1.05 მილიარდ ლარს უმნიშვნელოდ აღემატებოდა.



3.ქართული კომპანიები, რომლებმაც 2021-2022 წლებში კაპიტალი ობლიგაციებით მოიზიდეს

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასიანი ქაღალდების გამოშვება ჩვეულებრივი მოვლენაა და ბიზნესის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს, საქართველოში კი ყველაფერი ისევ ძირითადად ბანკებზეა დამოკიდებული, რის გამოც რომელიმე კომპანიის მხრიდან ობლიგაციების ემისია დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე. ბოლო მსხვილი გარიგება „სილქნეტმა“ განახორციელა, რომელმაც ობლიგაციებით $300 მლნ-ის მოზიდვა შეძლო.



4. როტაცია და ცვლილებები მთავრობაში - სად მიდის „ადუღებული“ ეკონომიკის მინისტრი თურნავა

ერთი თვის წინ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში დიდი ცვლილებები იგეგმება. ღარიბაშვილის კაბინეტს ერთდროულად რამდენიმე მინისტრი დატოვებს, ან სავარძელს შეიცვლის.




5. ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას ჭარბი ვალუტის შემცირებით

ეროვნული ვალუტის  ლარის 2020 წლის მარტის შემდეგ რეკორდული გამყარების რამდენიმე მიზეზი სახელდება. ექსპერტების აზრით, მათ შორის ერთ-ერთი მთავრობის ხარჯების შენელება და ჭარბი ლარის შემცირებაა.



6. ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  ამ თანამდებობაზე 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ნათია თურნავას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ანაცვლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 9 თებერვალს მიიღო.



7. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  თანამდებობაზე 6 წლიანი მუშაობის შემდეგ ლევან დავითაშვილს ოთარ შამუგია  ჩაანაცვლებს.



8. ლარის კურსის გავლენა ფასებს ჯერჯერობით ვერ დაეტყობა

ლარის გამყარების მიმდინარე ტრენდი ფასების შემცირების წინაპირობა ვერ გახდება. მრავალგზის გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას ფინანსური ბაზრის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ ვარაუდობენ. მათ მოსაზრებას ამყარებს ძვირი საწვავი და ზოგადად, საერთაშორისო ბაზრების ბოლოდროინდელი ტენდენცია, რომელიც მაღალი ფასებით ხასიათდება.



9. ექსპორტიორ კომპანიაზე „კეთილი და პატიოსანი“ ლარის გამყარება ნეგატიურ გავლენას ახდენს

ლარი გამყარებას განაგრძობს, 9 თებერვალს თბილისის დროით 10:30 საათისთვისBloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9025-ს შეადგენდა. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსია $1/2.92 ლარი. ბოლო 1 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ით, 1-ლი იანვრიდან დღემდე კი 5.7%-ით გამყარდა.  როგორ აისახება ეს პროცესი ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ “კომერსანტთან“ ქართული დასალევი ხილ-ბოსტნეულის „კეთილი და პატიოსანი”  მწარმოებელი კომპანიის  დირექტორმა გიორგი ახალაძემ ისაუბრა. 



10. საავიაციო ნავთზე ფასების ზრდა უკვე საყურადღებო ხდება

ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებისას ავიაკომპანიები ყურადღებით აკვირდებიან ორ ფაქტორს: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარებას და საწვავის ფასების ზრდას. ეს უკანასკნელი კი ანტირეკორდებს ამყარებს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გასული კვირის ბოლოსთვის საავიაციო ნავთის ფასი წინა კვირასთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $105,7 შეადგინა.





თეგები:
ტოპ 10 Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up