დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-05-03 23:00:12

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.„ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, სადაც არ არის სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა“ - დაზღვევის კავშირი

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარში რამდენიმე შეკითხვა სადაზღვევო სექტორს ეხება. საქართველოს მთავრობამ უნდა მიუთითოს სექტორის შესახებ არსებული ზოგადი მონაცემები.



2. კრიზისულ სიტუაციაში ,,ბორჯომის“ მართვა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს, კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა - იურისტი

,ბორჯომის“ დროებითი მართვა სავარაუდოდ მთავრობის ხელში გადავა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კრიზისული სიტუაციის განმავლობაში სახელმწიფოს მოქმედი კანონის საფუძველზე  შეუძლია კომპანიის მართვა საკუთარ თავზე აიღოს და არ დაუშვას საწარმოს გაჩერება. საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ 2006 წელს შემუშავდა. როგორც ბიზნესის სფეროს იურისტი  აკაკი ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, კანონი იძლევა საშუალებას, რომ  ,,ბორჯომს“  სახელმწიფომ გაუწიოს ზედამხედველობა, თუმცა ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რომ პრევენციულ ზომებს დროულად არ მიმართეს, რაც კრიზისულ სიტუაციაში კომპანიას ძალიან დაეხმარებოდა.



3. ირაკლი ლექვინაძე: დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს დაზღვევის დღე მიულოცა. დაზღვევის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან დაზღვევის კულტურის ამაღლებისა და საზოგადოების ფინანსური განათლების მნივშნელობას გაუსვა ხაზი.



4.კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მთავრობა 97 მლნ ევროს სესხს იღებს



მთავრობამ პარლამენტს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება“ წარუდგინა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შეთანხმება ორშაბათს, 2 მაისს განიხილა და მხარიც დაუჭირა.




5. რუსეთი უკრაინელების მასობრივი დეპორტაციისთვის წლის დასაწყისიდან ემზადება - დენისოვა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარის  ლუდმილა დენისოვას განცხადებით,  რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისთვის თავის ტერიტორიაზე წლის დასაწყისიდან ემზადება.


6.„მისკუზმა“ პირველი ქართული გორგოლაჭების მაღაზია გახსნა

მისკუზი • miscusi სამი გოგოსგან შემდგარი გუნდია, რომელიც პირველ ქართულ ეკომეგობრულ ოთხთვლიან გორგოლაჭებს აწარმოებს, სტარტაპმა 30 აპრილს არენა სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოში წარმოებული გორგოლაჭების პირველი მაღაზიაც გახსნა. „კომერსანტი“ “მისკუზის“ თანადამფუძნებელს მარიამ ქემოკლიძეს კომპანიის საქმიანობაზე, მისი შექმნის იდეასა და საქართველოში გორგოლაჭების მიმართ საზოგადოების ინტერესზე ესაუბრა.



7. ოლეგ ტინკოვი: ბრენდები Tinkoff და La Datcha რუსეთიდან მიმაქვს

2 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა „ტინკოფის“ წილი „კაპიკებად გაყიდა“ – ბიზნესმენის შეფასებით, სამართლიანი ფასის მხოლოდ 3%–ად. ამის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა გახდა უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო. ამ თემაზე ბიზნესმენმა The New York Times–თან ინტერვიუში ისაუბრა.



8. 116 დასახელების პროდუქტი ინფლაციის ოფიციალურ განაკვეთზე მეტად გაძვირდა

აპრილში სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 267 გაძვირდა, 10 მათგანზე ფასები უცვლელად შენარჩუნდა, 28 სახის პროდუქტი კი გაიაფდა. 116 შემთხვევაში ფასები ინფლაციის გასაშუალოებულ მონაკვეთზე - 12.8%-ზე მეტად გაიზარდა.



9. „საქართველოს დერეფანში რკინიგზის მხრიდან სანქცირებული ტვირთის გატარება არ მომხდარა“

„საქართველოს დერეფანში რკინიგზის მხრიდან სანქცირებული ტვირთის გატარება არ მომხდარა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპანია განცხადებას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ავრცელებს და განმარტავებმ რომ კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არ წარმოადგენს:



10. თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება - ენა რომლითაც შეგვიძლია ვესაუბროთ პროგრესულ სამყაროს

ეროვნულ გალერეაში 27 აპრილს გაიხსნა გამოფენა, რომელიც მოიცავს ნამუშევრებს კერძო კოლექციებიდან. თუ ვის ნამუშევრებს მასპინძლობს გალერეა და რამდენად არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ენით ვესაუბროთ პროგრესულ სამყაროს? – ამ თემაზე რადიო „კომერსანტზე“ თავის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ლევან კობერიძემ ხელოვნების კონსულტანტი ლიკა ჭკუასელი მიიწვია.

თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up