დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-05-06 23:00:20

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგების 77% ორ ბანკზე მოდის - რეიტინგი

ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2022 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გამყარდა, თუმცა წინა წლიდან მოყოლებული ის დიდი რყევებით გამოირჩეოდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის მერყეობით მხოლოდ საბანკო სისტემა რჩება მოგებული.



2. რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი დღეიდან ტონაზე $120,1–მდე გაზარდა

რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი 6 მაისიდან ტონაზე $119,2–ის ნაცვლად $120,1 იქნება.



3.Insider: კრიპტოვალუტაში გლობალური ტრანზაქციების მოცულობა წელს $10 მილიარდს გადააჭარბებს

2021 წელს კრიპტოვალუტაში ტრანზაქციების მოცულობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6,1 მილიარდი დოლარი შეადგინა რაც 177,3%-ით მეტია 2,2 მილიარდ დოლარზე, ანუ წინა წელთან შედარებით.



4.სახელმწიფოს დამოუკიდებლად დიდი ჰესების მშენებლობა გაუჭირდებ

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დიდი წყალსაცავიანი ჰესი არ აშენებულა. რამდენიმე მსხვილი პროექტი დაწყებამდე ან მშენებლობის პროცესში გაჩერდა. დავათა ნაწილმა საარბიტრაჟოში გადაინაცვლა. ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გამო ბოლო პერიოდში მთავრობასა და პარლამენტში ჰესების სახელმწიფოს მიერ აშენების იდეამ პოპულარობა მოიპოვა. ენერგეტიკა კაპიტალტევადია და საიდან გეგმავს მთავრობა ასეულობით მლნ დოლარის მოძიებას, მაშინ როცა სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს უახლოვდება, უცნობია



5.CNN: იპოთეკურმა განაკვეთებმა 2009 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია

იპოთეკის განაკვეთები კიდევ გაიზარდა ამ კვირაში და ამ ზრდის ტენდენციის შედეგად განაკვეთებმა ორ პროცენტზე მეტით აიწია მიმდინარე წელს.


Freddie Mac-ის თანახმად, 30-წლიანი ფიქსირებული განაკვეთის იპოთეკა, 5 მაისის მდგომარეობით, საშუალოდ 5,27%-ს შეადგენდა, როცა მხოლოდ 5,10% ფიქსირდებოდა ერთი კვირის წინ. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2009 წლის შემდეგ და საკმაოდ აღემატება 2,96%-იან საშუალო მაჩვენებელს.



6.მომგებიანობით საბანკო სექტორის ლიდერი „პროკრედიტ ბანკია“ - რეიტინგი

2022 წლის I კვარტალში საქართველოში მოქმედმა 14-მა კომერციულმა ბანკმა 413,5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წინა წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.5 მილიონი ლარით მეტია.



7.რიკოთის მონაკვეთზე 91 ხიდის და 48 გვირაბის მშენებლობა დასასრულებელია

რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები, განახლებული გეგმის მიხედვით, 2023 წელს უნდა დასრულდეს. როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, 97 ხიდიდან და 51 გვირაბიდან ამჟამად მხოლოდ 6 ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობაა დასრულებული.




8.შვეიცარიამ რუს ოლიგარქებს აქტივების 4% - $7.6 მლრდ ჩამოართვა

ბოლო 70 დღეში ევროპაში რუს ოლიგარქებს ათობით იახტა და ვილა ჩამოართვეს, ბანკებში კი მილიარდობით დოლარის ანგარიშები გაუყინეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა დაყადაღებული ან ჩამორთმეული აქტივები დატაცებული ქონების მხოლოდ მცირე ნაწილია. კრემლის ღია კრიტიკოსის და Hermitage Capital Management-ის აღმასრულებელ დირექტორ ბილ ბრაუდერის განცხადებით შვეიცარიის ხელისუფლების მიერ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული $7.6 მლრდ შეურაცხმყოფელია, იმ ფონზე, როდესაც შვეიცარიის ბანკებში $200 მლრდ-ის ტოლი რუსული აქტივები ინახება.



9.,თოლიას“ პროდუქცია საშუალოდ 12%–ით გაძვირდა

მიმდინარე თვეში ,,თოლია“ ვაკის პარკში ახალ სანაყინეს ხსნის. წელს ეს რიგით მესამე სანაყინეა. გარდა ახალი ობიექტისა, „თოლიამ“  გაყიდვებში რამდენიმე ახალი გემოს ნაყინი ჩაუშვა. როგორც ,,თოლიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ლომთაძე  ამბობს, ასორტიმენტს დაემატება ახალი პროდუქტები: ცივი და ცხელი ყავა, მაფინები და სხვადასხვა დასახელების ნამცხვარი, რომელთა შეძენას მალე ნებისმიერ სანაყინეში შეძლებს მომხმარებელი.



10.აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 87%, რეისების რაოდენობის კი 110% აღდგა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც კვლავ ნარჩუნდება.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აპრილის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 87% აღდგა. 2022 წლის აპრილში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 59,033 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის აპრილი 67,530 მგზავრი).


თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up