დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-05-23 23:55:28

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. თიბისიმ საკომისიოს სახით საქართველოს ბანკზე 10 მლნ ლარით მეტი მიიღო

კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს, თუმცა მათთვის არასაპროცენტო შემოსავლებიც მნიშვნელოვანია. თიბისი ბანკმა საკომისიოს სახით 2022 წლის 3 თვეში 58,240,214 ლარის შემოსავალი მიიღო, საქართველოს ბანკმა - 47,598,928 ლარი.



2. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2016-2020 წლებში 460 მლნ ლარით იზარალა

საქართველოში სახელმწიფო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ზარალიანია. მათგან ერთ-ერთი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა, რომლის ზარალმაც 2020 წელს 205 მლნ ლარს და ბოლო 5 წელიწადში 460 მლნ ლარს მიაღწია, თუმცა წყალმომარაგების პრობლემა რეგიონებში დღემდე არ მოგვარებულა და პრემიერისვე აღიარებით, 2030 წლამდე ვერც მოგვარდება.



3.ლარი პანდემიამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

ლარი გამყარებას განაგრძობს და პანდემიამდელ მაჩვენებელს უახლოვდება. 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 23 მაისს თბილისის დროით 12:00 სთ-ისთვის 2.8800 შეადგინა, რაც 2020 წლის 12 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


4.გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოს ლოგისტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიას სიტყვით მიმართა.




5.პოლონეთმა რუსეთს გაზის მიწოდების კონტრაქტი ვადაზე ადრე გაუწყვიტა

პოლონეთის მთავრობა რუსული გაზის მიწოდებაზე კონტრაქტს ვადაზე ადრე წყვეტს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის რწმუნებულმა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში მეტერ ნაიმსკიმ პოლონეთის რადიოს ეთერში განაცხადა.



6.ევროპა აგრძელებს რუსეთში ნავთობისა და გაზის ყიდვას და მილიარდი ევროს გაგზავნას ყოველდღიურად - პოდოლიაკი

ევროპა აგრძელებს რუსეთის ფედერაციაში ყოველდღიურად მილიარდი ევროს გაგზავნას ნავთობისა და გაზის შესასყიდლად. ამავდროულად, უკრაინელები აგრძელებენ ევროპის საზღვრებისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე განაცხადა.



7. ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა - თიბისი კაპიტალი

„ინფლაციის შემცირების კუთხით ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა“,  ამის შესახებ ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.



8. რუსეთიდან ფულადი გზავნილები 8.1%-ით არის შემცირებული - გიორგი კაკაურიძე

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 8%-ით გაიზარდა  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.



9. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი გაიზარდა, თიბისი ბანკის - შემცირდა


ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია  1.698 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 62 მლნ-ით მეტი. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი.



10. რუსეთში Zara-ს ტანსაცმლის მაღაზიების გახსნა იგეგმება – როგორ იცილებენ სანქციებს გლობალური კომპანიები

ესპანური ჰოლდინგი Inditex რუსეთში Zara-ს ტანსაცმლის მაღაზიების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Izvestia წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ Zara ბაზარს შესაძლოა სხვა ბრენდით დაბრუნდეს - მაგალითად ისე, როგორც სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald's და საიუველირო სახლი Pandora. Inditex-მა უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთში მუშაობა მარტის დასაწყისში შეაჩერა.




თეგები:
ტოპ10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up