დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-10 21:00:56

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1.„რეფინანსირების განაკვეთი 7.25%-მდე დაიკლებს“ - როდის გაუიაფდება 190 ათასამდე ადამიანს სესხი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე შეინარჩუნა. როგორც სებ-ში განმარტავენ, განაკვეთის შენარჩუნების მიზეზი მაღალი ინფლაცია გახდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციამ კლება გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს, სწორედ ამის პარალელურად რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასაც დაიწყებს.



2.აქტივებზე მომგებიანობით თიბისი ლიდერობს, კაპიტალზე მომგებიანობით - საქართველოს ბანკი

კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი თიბისი ბანკს სჯობნის, აქტივებზე უკუგებით კი ლიდერად ისევ თიბისი რჩება. 2021 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალი 2,381,240,371 ლარს შეადგენს, თიბისის 15,9%-ით მეტს - 2,759,894,404 ლარს. საქართველოს ბანკის მთლიანი აქტივები 21,788,183,848 ლარს შეადგენს, თიბისის აქტივები - 23,405,201,114 ლარს.



3.ქართული ღვინო აშშ-ში რუსეთთან შედარებით 129%-ით ძვირად იყიდება

2021 წელს საქართველომ რეკორდული თანხის - $240 მლნ-ის და რეკორდული რაოდენობის 107 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა. მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, თუმცა მისი წილი 57%-დან 55%-მდე შემცირდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ კი 60%-ს აღემატებოდა. თუ ღვინოს ლიტრებში გავზომავთ, მაშინ რუსეთის წილი 59% გამოდის, 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ღირებულება რუსეთში $2.76-ს შეადგენს, მსოფლიოში მთლიანად 7.6%-ით მეტს - $2.97-ს. შედარებისთვის, ჩინეთში ქართული ღვინო $3.73-ად იყიდება, ხოლო შეერთებულ შტატებში $6.33-ად. ყველაზე მაღალი - $32-იანი ფასი სინგაპურშია, მაგრამ მისი წილი მთლიანი ექსპორტირებული ღვინის 0.03%-ზე ნაკლებია.



4. თითქმის გადაწყვეტილია - ავიაკომპანიები ბილეთებს აძვირებენ

საავიაციო ნავთის მკვეთრი გაძვირების პირობებში ავიაკომპანიებს ფასების შენარჩუნების რესურსი არ დარჩათ. საწვავის მაღალი ფასის გამო საერთაშორისო რეისებზე მომუშავე კომპანიები მასიურად გეგმავენ ცვლილებას. დაახლოებით ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რა მაჩვენებლით მოიმატებს ფასი, თუმცა საქართველოში შიდა ფრენებზე ეს ცვლილება არ ვრცელდება და ხარჯში სხვაობას კვლავინდებურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს.




5. ფასები ისევ მატულობს - ბიზნესი ლარს ვერ ენდობა

ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში მყარდება. წესით, ნორმალური ეკონომიკის პირობებში, ფასების კლების ტენდენცია უკვე უნდა გამოიკვეთოს, მაგრამ ბიზნესი არ ჩქარობს. მეტიც, ,,კომერსანტთან“ ბიზნესმენთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარს არ ენდობიან და არ გამორიცხავს, სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალოს და ლარის კურსმა გეზი გაუფასურებისკენ აიღოს.



6. მწვანე პასპორტის გაუქმების შემდეგ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი განახევრდა

8 თებერვალს საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო 3566 აცრა ჩატარდა. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებამდე სამუშაო დღეებში აცრის მაჩვენებელი 8000-8500-ის ფარგლებში მერყეობდა. რეგულაციის მოხსნამ მიმართვიანობა 55%-ით შეამცირა.



7. ინფიცირებულთა და კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



8. ბაბუის დანატოვარი ჩარხით დაწყებული ბიზნესი - ხის უნიკალური ნაკეთობები მაღალმთიანი აჭარიდან

რესან ჟოჟაძე - ახალგაზრდა ქედელი მეწარმე, რომელიც წლების წინ გაჭირვებას თურქეთში გაექცა, დღეს არა მხოლოდ რეგიონის, ქვეყნის მასშტაბითაც ერთ-ერთი წარმატებული მეწარმეა. როგორც თავად გვიამბობს, დურგლის ხელობას ბაბუისგან ეზიარა, ბაბუა თავისი მამისგან და ა.შ., ხელობა შთამომავლობიდან შთამომავლობას გადაეცა.



9. მიკროსაფინანსო ბაზარზე დასაქმებულთა 37% „კრისტალზე“ და „რიკო ექსპრესზე“ მოდის

ქართული მიკროსაფინანსო ბაზარი 4 041 ადამიანს ასაქმებს. მისო-ებიდან ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი „კრისტალია“  996 თანამშრომლით, მეორე ადგილზე „რიკო ექსპრესია“  501 დასაქმებულით, მესამეზე კი „სვის კაპიტალი“ 352 დასაქმებულით. მიკროსაფინანსო ბაზარზე დასაქმებულთა 37% „კრისტალზე“ და „რიკო ექსპრესზე“ მოდის.



10. პირველი და დიდი ნაბიჯი: შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა! - შეჩერებულია ტესტირება, მოხსნილია შეზღუდვები...

მეცნიერების გაფრთხილების მიუხედავა დ, შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ქვეყანაში ჯანდაცვის სფერო, კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ გადატვირთულია, თუმცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up