დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-14 21:00:52

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. მიკროსაფინანსოებიდან მიკრო ბანკებამდე - რას შეცვლის ახალი მოთამაშე საფინანსო სექტორში

2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ახალი საზედამხედველო სუბიექტის - მიკრო ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაზე მუშაობდა. როგორც სებ-ში განმარტავენ, საკანონმდებლო პაკეტის მიზანი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობა, კონკურენციის ზრდა და საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა.



2. იანვარში ექსპორტი 47.6%-თ გაიზარდა

ექსპორტის მოცულობა იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.6%-ით $225 მლნ-დან $331 მლნ-მდე, იმპორტი 38.5%-ით $562 მლნ-დან $778 მლნ-მდე, მთლიანი საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 41.1%-ით $1.109 მლრდ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 




3.“გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნნა, რომ ახალი მიდგომით 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გააკეთებს. Მისივე თქმით სექტორი პროექტებისთვის ადგილობრივი ბანკებისგან სესხის მიღებას მთავრობის გარანტიით შეძლებს.



4.საქართველოში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრები


საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სადაც ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. ბოლოს მიწისძვრა მსხვერპლით 2002 წელს თბილისში დასრულდა, თუმცა იქამდე იყო გორისა და რაჭის გაცილებით უფრო მასშტაბური კატასტროფები. რაც შეეხება რეგიონს, ყველაზე დიდი მსხვერპლი 1988 წელს სპიტაკის მიწისძვრას მოჰყვა.



5. 25 მლნ წმინდა მოგება 245 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ - უკანონოდ აშენებული სავაჭრო ცენტრი

„აშენე მომავალი დღეს“ - ეს 16 წლის ისტორიის მქონე კომპანიის სლოგანია. „მოდუსმა“ ბაზარზე თავი დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა. შესაბამისად, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი წლებია ერთგული მომხმარებლების დიდ რაოდენობას ინარჩუნებს და მუდმივად ვითარდება.



6. სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა - ყოველი 4 ოჯახიდან 3 ღარიბია

პანდემიამ ყველაზე მეტად ღარიბები დააზარალა. სოციალური უთანასწორობა 2021 წელს უფრო მეტად გაღრმავდა და სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. ამ მხრივ ეკონომიკურმა ზრდამ მინიმალურ დონეზეც ვერ მოახდინა გავლენა და ოჯახების კეთილდღეობაზე ისევ ვერ აისახა, როგორც  პანდემიამდე იყო.



7.გადაზიდვების გაიაფების შესაძლებლობა გამოჩნდა

გლობალურ გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბიზნესი ალტერნატიულ გზებს ეზებს. ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობად მიიჩნევა რევერსული გადაზიდვები, რაც ნიშნავს, რომ ტვირთებს გარკვეული კომპანიები უკვე წინმსწრებად გაამზადებენ, რაც ხარჯს დაახლოებით 25-30%-ით შეამცირებს. საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით სხვა არანაირი შესაძლებლობა არ არის, რომ გადაზიდვის ტარიფი შემცირდეს.



8. საით წავა ნავთობის ფასი და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

მცირედი გაიაფების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $95-ს გადააჭარბა. ბაზარი ჯერ ისევ გაურკვევლობაშია. აშშ-ირანის მოლაპარაკების შედეგები და უკრაინაში შექმნილი ვითარების შესაძლო ცვლილება ფასებზე გარანტირებულ გავლენას მოახდენს. ფასების ვარდნა საქართველოზეც დადებითად აისახება და ინფლაციის ტემპს შეამცირებს, მატების შემთხვევაში პროგნოზი ნეგატიურია.



9. საით წავა ნავთობის ფასი და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

მცირედი გაიაფების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $95-ს გადააჭარბა. ბაზარი ჯერ ისევ გაურკვევლობაშია. აშშ-ირანის მოლაპარაკების შედეგები და უკრაინაში შექმნილი ვითარების შესაძლო ცვლილება ფასებზე გარანტირებულ გავლენას მოახდენს. ფასების ვარდნა საქართველოზეც დადებითად აისახება და ინფლაციის ტემპს შეამცირებს, მატების შემთხვევაში პროგნოზი ნეგატიურია.



10. არასაბანკო დეპოზიტების თითქმის 62% 5 ბანკშია განთავსებული - ლიდერი თიბისი ბანკია

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი იანვრისათვის 37.16 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.42 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.72%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 191.41 მლნ ლარით, ანუ 1.25%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.02%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.22 მლრდ ლარით, ანუ 6.00%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.74%-ით).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up