დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-15 21:00:44

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. რა სარგებელს ელის მთავრობის ახალი შეთავაზებისგან სამშენებლო სექტორი - დეველოპერების შეფასება

პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას, რომელიც სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად იგეგმება, სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. როგორც ისინი ,,კომერსანტთან“ ამბობენ, იდეა კარგია, მაგრამ დეტალებს არ იცნობენ. მთავარი, რასაც ისინი სამთავრობო პროგრამისგან მეტნაკლებად ელიან, კომპანიების ჩართულობას უკავშირდება. დეველოპერების შეფასებით, კარგი იქნება, თუ გიგანტ კომპანიებთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა საშუალო სიდიდის სამშენებლო კომპანიებსაც ექნებათ.



2. ლარის კურსი 3.00-იან ნიშნულს გადასცდა

ლარი 3.00-იან ნიშნულს Bloomberg-ის პლატფორმაზეც გადასცდა და თბილისის დროით 11:00 სთ-ისთვის 3.0025-ს მიაღწია, რაც ოფიციალურ კურსს - 2.9687-ს 3 თეთრზე მეტით აღემატება. კომერციულ ბანკებში დოლარის შეძენა 3.04-3.06-ად არის შესაძლებელი, სავალუტო ჯიხურებში შედარებით ნაკლებად.



3.გადამხდელების ხარჯზე შემცირებული პროცენტი თუ მორიგი პოპულიზმი - რატომ არ ინტერესდებიან ბანკები საპენსიო ტენდერით

2021 წელს საქართველოში 793 ათასი ასაკით პენსიონერი იყო და თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 30%-ს აჭარბებს.



4.რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13.3%-მდე შემცირდა

იანვარში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში $169 მლნ გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია. გზავნილებში $33 მლნ-ით პირველ ადგილზე იტალიაა, $22 მლნ-ით მეორე ადგილს რუსეთი იკავებს.





5.რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების ნაწილის გაყვანა დაიწყო

რუსეთის ფედერაციის არმია წვრთნებს აგრძელებს, რომელიც შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტსაც მოიცავს. ამასთან, კრემლმა სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფების უკრაინის საზღვრებიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე გაყვანა დაიწყო.



6. „ბარბერი საქართველომ“ 2020 წელს 3 მილიონ ლარზე მეტი იზარალა

ბრიტანული მოდის წამყვანმა ბრენდმა Burberry-მ 2020 წელი საქართველოში ზარალით დაასრულა. „ბარბერი საქართველომ“ (შპს ლიდერ სისტემა) პანდემიურ წელთ 3 092 644 ლარი იზარალა. მაშინ, როცა კომპანიამ 2019 წელს 870 530 ლარის მოგება მიიღო.




7. საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან 2022 წელს 14%-ით მეტ გაზს მიიღებს

2022 წლის ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ბალანსი უცვლელად 2.7 მლრდ კუბურ მეტრზე ნარჩუნდება, თუმცა მასში იაფი შაჰ-დენიზის წილი 14%-ით 1.156 მლრდ კუბურ მეტრამდეა გაზრდილი. რუსეთიდან საქართველო ისევ 200 მლნ კუბური მეტრის შეძენას გეგმავს. უცვლელია და ისევ მიზერულია ადგილობრივი მოპოვებაც - 13 მლნ კუბური მეტრი. შემცირებით კი 1.504 მლრდ-დან 1.358 მლრდ კუბურ მეტრამდე სოკარისგან მოსაწოდებელი გაზი შემცირდა. სოკარისგან საქართველო ძირითადად კომერციულ გაზს ყიდულობს.



8. თბილისში ჰაერი ვერ ნიავდება - დედაქალაქი მხოლოდ ძლიერი ქარის იმედადაა

სპეციალისტების შეფასებით,  მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის გამო თბილისი სათანადოდ ვეღარ ნიავდება. ამ ფუნქციას ადრე ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარი და გამწვანების რამდენიმე სივრცე ასრულებდა, მაგრამ ურბანული პრობლემის გამო თბილისში, ასევე რამდენიმე დიდ ქალაქში განიავების სერიოზული პრობლემაა და სარეკრეაციო ზონები თავიანთ ფუნქციას  უკვე ვეღარ ასრულებენ. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“  ეკოლოგი, აკადემიკოსი სიმონ  ბარამიძე საუბრობს.




9. დუმამ მხარი დაუჭირა ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებას, ჯერი პუტინზეა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 15 თებერვლის სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების შესახებ, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართავენ.




10. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებამ ჯარების გაყვანაზე რუბლი გაამყარა

აშშ დოლარის კურსი მოსკოვის ბირჟაზე მკვეთრად დავარდა და თბილისის დროით 13:00 საათისთვის $1 75,6 რუსული რუბლი ღირდა. ეს მაჩვენებელი ერთი რუბლზე მეტით დაბალია წინა სავაჭრო სესიის დახურვისას დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით. ამასთან, ევროს კურსი 85,69 რუბლამდე დავარდა.



თეგები:
ტოპ 10 top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up