დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-16 21:00:30

დღის ტო 10 საინტერესო სიახლე


1. ფარმაცევტული კომპანიები ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ მედიკამენტების იმპორტს თურქეთიდან

მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით ქართული ფარმაცევტული კომპანიები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით მედიკამენტების არც ერთი პარტია დაკონტრაქტებული არ არის, ვინაიდან ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმებულა.



2. „ადუღებული“ და „ჯიბეზე ნაგრძნობი“ 10,6%–იანი ეკონომიკური ზრდა vs 23%-ით გაზრდილი სიღარიბე - ეკონომიკის 2022 წლის პროგნოზები

„როდესაც ეკონომიკა იზრდება 10.6%-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ 10.6%-ით უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება. ეს ჯიბეზე იგრძნო ადამიანების დიდმა ნაწილმა, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.



3.საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Condor Airlines შემოდის

1-ლი მაისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.



4. კაპიტალის ბაზარზე სტაგნაცია ნარჩუნდება

კაპიტალის ბაზრის პრობლემა საქართველოში ისევ აქტუალურია. თუ 90-იანი წლების მეორე ნახევარში საბანკო სფერო გაიმართა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, საფონდო ბირჟის არსებობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.  




5. ქართველმა ახალგაზრდა გამომგონებლებმა ელექტროენერგიის მიღების განსხვავებული მეთოდი იპოვეს

მეათეკლასელი გამომგონებლებმა დაამტკიცეს, რომ ელექტროენერგიის მიღების განსხვავებული, აქამდე უცნობი მოდელიც არსებობს. ელექტროენერგია მათ თერმული წყლებისგან მიიღეს.



6. ენერგეტიკის სფეროში საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ

მთავრობა ენერგეტიკის დარგში, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს იწყებს. პირველი შეიძლება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) აღმოჩნდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ, კონფიდენციურობის პირობის დაცვით აცნობა.



7. „მუშაობას ვანახლებთ, თუმცა მწვანე პასპორტებს ჯერჯერობით ძალაში ვტოვებთ” - კლუბი „ხიდი“

საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურმა 15 თებერვალს გაავრცელა. 



8. იანვარში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 5%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 5%-ით გაიზარდა.



9. გაზი, ინვესტიციები, ვაჭრობა - რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები

ოფიციალური მონაცემებით 2021 წელს რუსეთ-გერმანიის სავაჭრო ბრუნვამ $57 მილიარდს გადააჭარბა და ჩინეთის შემდეგ, გერმანია რუსეთის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა.



10. მსოფლიო ბანკი: საქართველოში ფულის გათეთრების რისკებს ნაღდი ფულით ტრანზაქციები ქმნის

მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოში ფულის გათეთრების რისკებს ძირითადად ნაღდი ფულის ფართო გამოყენება ქმნის. ამის შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის შეფასების ახალ ანგარიშშია ნათქვამი.  



თეგები:
ტოპ 10 Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up