დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-17 21:00:52

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. „ბოლო 10-15 წელია, რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ხელოვნურია“ - თემურ ბასილია

რამდენიმეკვირიანი გამყარების ტრენდის შემდეგ, ბოლო დღეებია ეროვნული ვალუტა წითელ ზონაში დაბრუნდა. 15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად კი ეროვნული ვალუტა დოლართან მკვეთრად – 5.9 თეთრით, ევროსთან კი 7.5 თეთრით გაუფასურდა. 16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად კი ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.42 თეთრით 2.9934-მდე, ხოლო ევროსთან 2.83 თეთრით 3.4065-მდე გამყარდა.



2.Moderna–ს ხელმძღვანელი: პანდემიის დასასრული ახლოვდება

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა განაცხადა, რომ „გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ფინალურ სტადიას უახლოვდება“.



3.მცირე შეჭრა თუ სრულმასშტაბიანი ომი? – რა ელის საქართველოს უკრაინის კრიზისის დასრულების შემდეგ

სიტუაციის ოდნავი დასტაბილურების მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაღალი ალბათობა კვლავ ნარჩუნდება. ჯარის მცირე ნაწილის გაყვანის მიუხედავად, 140 000-იანი არმია თავისი ჯავშანტექნიკით, ფლოტითა და ავიაციით უკრაინა თავად რუსეთიდან, ანექსირებული ყირიმიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან, შავი და აზოვის ზღვებიდან ახლაც ალყაში ჰყავს მოქცეული.


4.2,5-ჯერ გაზრდილი ხარჯი და მუშახელის დეფიციტი - ,,გრინპაკის“ პანდემიური გამოწვევები

პანდემიამ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანია ,,გრინპაკს“ პრობლემა შეუქმნა. ჩინეთიდან ლოგისტიკის კატასტროფული გაძვირების შემდეგ კომპანიამ აქცენტი თურქულ ბაზარზე აიღო, თუმცა მდგომარეობას ვერც ამან უშველა.




5.საქართველოში 700-ზე მეტი ბალნეოლოგიური და სამრეწველო დანიშნულების თერმული წყლის საბადოა

საქართველოში თერმული და მინერალური წყლების დიდი ნაწილი აუთვისებელია. ამ რესურსის უნიკალური თვისებების შესახებ ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ოდითგანვე მათ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ.


6. მედიკამენტების იმპორტიორებისთვის GMP-ის სერტიფიკატის ვალდებულების კანონპროექტი დამტკიცდა

პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისთვის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი სავალდებულო გახდება.



7. ქონების ეროვნული სააგენტო ბაზალეთის ტბის პირველ ზოლს ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბაზალეთის ტბის პირველ ზოლში 88 854  კვ.მ.  მიწის ნაკვეთს ყიდის. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით 1 333 000 ლარად იყიდება.



8. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 26-ე ადგილზეა – მას 14–მა ქვეყანამ გაუსწრო

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 71.8 ქულით, მსოფლიოში 26-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.



9. სახელმწიფო საგარეო ვალი წლიურად 311,591 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 311,591 მლნ დოლარით გაიზარდა, იანვარში წინა თვესთან შედარებით კი, 103,853 მლნ დოლარით შემცირდა.



10. უკრაინელმა მაკსიმ პოლიაკოვმა აეროკოსმოსური კომპანიის Firefly Aerospace აქციების საკონტროლო პაკეტი $1–ად გაყიდა

უკრაინელმა მაკსიმ პოლიაკოვმა, აშშ–ის მთავრობის მოთხოვნით, აეროკოსმოსური კომპანიის Firefly Aerospace წილი 58% $1–ად გადასცა მის თანადამფუძნებელს თომას მარკუსიკს. ამის შესახებ პოლიაკოვი სოციალურ ქსელში წერს.







თეგები:
ტოპ 10.



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up