დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-21 21:00:19

დღის ტოპ 10 საინტერესო სიახლე


1. მშენებლობა განვადებით - დეველოპერული ბიზნესის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევები

„მშენებლობა განვადებით“ - ეს ერთი მთავარი საკითხია, რაზეც 17 თებერვალს,  მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრისას იმსჯელეს.  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივის თანახმად, სამშენებლო ბიზნესს მთავრობა მისცემს გარანტირებულ დაკვეთას სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის, თანხას კი განვადებით, 5-6 წლის განმავლობაში გადაიხდის.



2. ციფრული ლარი ბრუნვაში წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება - შესაძლებლობა, ბანკებთან კონკურენცია და გამოწვევები

სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. 



3. იანვარში ექსპორტი 47.6%-ით გაიზარდა

იანვარში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.6%-ით $331 მლნ-მდე გაიზარდა. პოზიტიური დინამიკა საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველი ათეულიდან ათივეში და საექსპორტო პროდუქციის პირველი ათეულიდან ასევე ათივეში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.



4.„კომერსანტის“ ექსკლუზივი - შაორის განვითარება დაიწყო, პირველი ინვესტორი მინდია საბანაძეა

მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ შაორის განვითარება დაიწყო. კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კურორტს პირველი ინვესტორი ჰყავს. რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსს ქვეყნის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილზე მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანიის IG Development -ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე ააშენებს.




5. „რიყის დოქები“ აუქციონზე 10 მლნ ლარად გაიყიდება

„რიყის დოქების“ საწყისი ფასი აუქციონზე 10 მლნ ლარი იქნება  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.



6. დემპინგის რისკი – ვინ და როგორ დაიცავს სურსათის ბაზარს

კვების პროდუქტების ბაზარზე დემპინგი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც ადგილობრივი წარმოებისთვის დიდი დაბრკოლებაა. ამ მხრივ პრობლემა კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს თურქეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე დღგ-ს 8–დან 1%-მდე შემცირების გადაწყვეტილებამ.



7. 8 ეტაპად ჩატარებულ აუქციონზე 278 ობიექტი 236 მლნ ლარად გაიყიდა

8 ეტაპად ჩატარებული სახელმწიფო აუქციონის შედეგად, 2021 წელს 278 ობიექტი, რომელთა ჯამური საწყისი ღირებულება 159 მლნ ლარს შეადგენდა, 236 მლნ ლარად გაიყიდა. სიაში დიდი საერთაშორისო კომპანიები არ იძებნება, ყველაზე ძვირიანი ობიექტი ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 7000 კვადრატულ მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა, რომელიც საწყის ფასზე 2.6-ჯერ მეტად 30 მლნ ლარად (2021 წლის კურსით $10 მლნ-ზე ნაკლებად) სს დე ჯგუფმა შეიძინა, მან იქ 48 თვის ვადაში 150 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.




8.საწვავის იმპორტი გაორმაგდა

იანვარში იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.7%-ით $779 მლნ-მდე გაიზარდა. საიმპორტო პარტნიორებში პირველი ადგილი ტრადიციულად თურქეთმა დაიკავა, საიმპორტო პროდუქციაში მსუბუქმა ავტომობილებმა, მაგრამ ზრდის უფრო მაღალი - 97.7%-იანი ტემპი ნავთობ-პროდუქტების მიმართულებით დაფიქსირდა.



9. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £113 მლნ-ით შემცირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.869 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 113 მლნ-ით ნაკლები. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, შემცირებულია ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი.



10. რუსული ენერგოკომპანიებისა და ბანკების აქციების ღირებულება ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა

რუსეთ-უკრაინის ახალი დიდი ომის მოლოდინში რუსული ენერგოკომპანიებისა და ბანკების აქციები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით მცირდება. ბოლო 5 დღეში გაზპრომის კაპიტალიზაცია 12%-ით შემცირდა, ინტერ რაოსი 13%-ით, როსნეფტის 18%-ით. აბსოლუტურ გამოხატულებაში ეს $28 მლრდ-იანი დანაკარგია.



თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up