დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-22 21:00:16

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. მართლა გაანადგურა თუ არა ბენდუქიძემ სოფლის მეურნეობა - რას ამბობენ რიცხვები

საქართველოს უახლეს ისტორიაში თუ ვინმე სადავო ფიგურაა, მათ შორის ერთ-ერთი კახა ბენდუქიძეა. მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ის რეფორმატორი და ეკონომიკური ზრდის ტემპის დამაჩქარებელია, მეორე ნაწილისთვის გამყიდველი და სოფლის მეურნეობის გამანადგურებელი.

 

 

2. 5 წელიწადში თბილისში ამორტიზებული გაზის მილების 95% გამოიცვლება

თბილისში ძველი, საბჭოთა დროინდელი გაზის მილების ჩანაცვლებისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ გაზაშია. თბილისის იმ უბნებში, სადაც ქსელები თითქმის ამორტიზებული იყო, მილების 60% ჩანაცვლდა.

 

 

3. არასაბანკო დეპოზიტების თითქმის 64% 5 ბანკშია განთავსებული - ლიდერი საქართველოს ბანკია

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივლისისათვის 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით, ანუ 2.51%-ით ნაკლებია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.10%-ით ნაკლები).

 

 

4. ოკუპირებული აფხაზეთი ციტრუსის ექსპორტს ზრდის, გალელებს კი მინიმალური მოგებაც არ რჩებათ


ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი და ექსპორტიც გაიზარდა. თუმცა ამით მოსახლეობა რეალურ სარგებელს ვერ იღებს. ამის მიზეზი  პროდუქტის დაბალი ფასია, რის გამოც ციტრუსის წარმოების მიმართ ხალხმა ინტერესი დაკარგა. ძირითადი ბაზარი კრასნოდარის მხარე და სომხეთია, სადაც ქართველებისგან მინიმალურ ფასად  შეძენილ  ციტრუსს აფხაზი ექსპორტრიორები საკმაოდ სარფიანად ჰყიდიან.

 

 

5. აგროწარმოების დივერსიფიცირება რთულ გამოწვევად რჩება

აგრარულ სფეროში დივერსიფიცირებას ფერმერები და დარგის სპეციალისტები წარმოების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ.  იმის გამო, რომ აქცენტი მონოკულტურაზე კეთდება, მოსავლიანობასთან დაკავშირებული  მცირე პრობლემაც კი ფერმერებს გამოუვალ მდგომარეობაში მასობრივად აყენებს და მთავრობის დახმარების გარეშე დაბრკოლებას ვერ უმკლავდებიან.

 

 

6. მთავრობა ნასესხები თანხების ნაწილს ვერ ითვისებს

იანვარ-აგვისტოში საგარეო ვალით დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტების განხორციელების ნაწილში მნიშვნელოვანი ჩავარდნა შეინიშნება. კერძოდ, 16 პროექტის შემთხვევაში, საკრედიტო რესურსის ათვისების მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 40%-ზე ნაკლებია, მათ შორის 6 პროექტის შემთხვევაში თანხების ათვისების მაჩვენებელი 0 ლარია. 

 

 

7. დაანონსებული რეგულაციების ფონზე ტურისტულ ინდუსტრიაში ჯავშნები გააქტიურდა

მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროებმა ჯავშნების მიღება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მკაცრდება და პერსპექტივა ჯერ ისევ გაურკვეველია, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიმდინარე სეზონზე გარკვეულ იმედს ამყარებენ და აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მდგომარეობა გამოსწორდა.

 

 

8. თურქული ვალუტა მიმდინარე წელს 29%-ით გაუფასურდა - $1-ის ფასი 10 ლირას უახლოვდება

თურქული ლირა ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 9.6 ლირას გადააჭრბა, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტისთვის მორიგი ანტირეკორდია. ბოლო ორ კვირაში ლირა დამატებით 7%-ით გაუფასურდა, ბოლო ერთ თვეში 11%-ით, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 29%-ით. 1-ელ იანვარს კურსი 7.4-ს შეადგენდა.

 

 

9. გაზის დეფიციტი ევროპის მრეწველობას უტევს

ექსპერტების აზრით, ენერგოკრიზისი, რომელიც დღეს ევროპას ახრჩობს, ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაზეა - სავარაუდოდ, გაზის ღირებულების კატასტროფული ზრდა სხვა ენერგომატარებლების ბაზრებსაც შეეხება.

 

 

10. დონალდ ტრამპი  საკუთარ  სოციალურ ქსელს ქმნის

Truth social - ასე  ერქმევა  სოციალურ ქსელს, რომელიც  აშშ-ის  ექსპრეზიდენტის  დონალდ  ტრამპის ინიციატივით შეიქმნა. თეთრი სხლის  ყოფილი ლიდერი იმედოვნებს, რომ ახალი პორექტი  დაეხმარება  წინააღმდეგობა  გაუწიოს “დიდი  ტექნოლოგიური კომპანიების ტირანიას“ .

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up