დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-03 21:00:38

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ბუნდოვანი კანონმდებლობა და ტექნიკური პრობლემები - რა აფერხებს თიზ-ებში კრიპტოვალუტის წარმოების გაფართოებას

კრიპტოვალუტის წარმოების გააქტიურებასთან ერთად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) მაინინგთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა. თიზ-ების წარმომადგენლების ნაწილი კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ.

 

 

2. ოქტომბერში სურსათი 18.4%-ით გაძვირდა

წლიური ინფლაციის განაკვეთმა ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 18.4%-ით გაძვირებამ იქონია.

 

 

3. გლობალურ ბაზრებზე სურსათის გაძვირების ახალი ტალღა იწყება - რა მოლოდინი აქვთ ქართველ იმპორტიორებს

საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების გაძვირებას პროგნოზირებენ. მსოფლიო ბაზრების ანალიტიკოსების ინფორმაციით,  ამის მიზეზი ხორბლის მაღალი ფასია, რაც გავლენას სხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებზეც მოახდენს. ამის შესახებ Bloomberg  წერს.

 

4. ლავრენტი ბერიას კოჯრის აგარაკის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება


კოჯორში მდებარე, ლავრენტი ბერიას ცნობილი აგარაკის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ახლა ინვესტორი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც შენობა-ნაგებობების მდგრადობის ხარისხი უნდა დაადგინოს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი  თუ როგორ განავითარებენ რეზიდენციას, რომელიც ზუსტად 120 წლის წინ აშენდა.

 

 

5. ქართული წვენი „ალალი“ ბალტიისპირეთისა და ჩეხეთის ბაზრებზეც გაიყიდება

როგორც პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ ,,კომერსანტთან“ განაცხადა, თელავში წარმოებული „ალალი“ საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ მოთხოვნადია.

 

 

6. ვაკის პარკის  კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  გრინსერვისი+ შეასრულებს

ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „გრინსერვისი+“ შეასრულებს. დედაქლაქის მთავრობასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 22 ოქტომბერს გაფორმდა. ეს რეკრეაციული სივრცის მოწყობის მესამე მცდელობაა, რომელიც პირველი ორისგან განსხვავებით წარმატებით დასრულდა.

 

 

7. აისვაინი - გაყინული ყურძნის ძვირადღირებული ღვინო, რომელმაც საქართველოში არ გაამართლა

აისვაინი ღვინოა, რომელიც გაყინული მტევნების დაწურვით მიიღება. გერმანული ამ ტექნოლოგიით ღვინის დამზადება საკმაოდ ძვირი ჯდება და საცალო ფასიც მაღალია. საქართველოში აისვანს კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ აწარმოებდა, რომელმაც არარენტაბელობის გამო ჩამოსხმა შეაჩერა.

 

 

8. კატალიზატორების ქურდობა გახშირდა  

ბოლო პერიოდში საქართველოში კატალიზატორის ქურდობა გახშირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მის შემადგენლობაში არსებული მეტალის მაღალი ფასია, რის გამოც ანალოგიური პრობლემაა თითქმის ყველგან, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში კრიმინალი შეიძლება უფრო მეტად ,,წახალისდეს“ საკანონმდებლო ცვლილების გამოც, რომელიც ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულებას შეეხება და 2022 წლიდან ამოქმედდება.

 

 

9. რეგიონებში გაზის ტარიფის ზრდა  მომსახურების სფეროს და აგრარულ წარმოებას გააძვირებს

გაზის გაძვირება ინფლაციურ წნეხს გაზრდის, რადგან მწარმოებლური პროდუქცია გაიზრდება და ინფლაციაზე აისახება. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის თქმით,  გაძვირდება მომსახურების სფერო, განსაკუთრებით სასტუმროები, ასევე აგროწარმოება, სათბურები და სხვა, ყველა ის სერვისი და საწარმო, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

 

 

10. Daily Mail: ვაქცინებს შორის ყველაზე საშიშია Johnson & Johnson

Johnson & Johnson-ის ანტიკოვიდური ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში იშვიათი თრომბების განვითარების რისკს ზრდის - ამაზე მეტყველებს ახალი კვლევის შედეგები.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up