დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-08 21:00:55

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ილია ჭავჭავაძე - პირველი ბანკირი საქართველოში

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება. თითქმის 150 წლის წინ, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, თბილისში სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა, რომლის მიზანსაც ერთდროულად წარმოადგენდა, როგორც სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, ასევე განათლებასა და სხვა საზოგადოებრივი საქმიანობების დაფინანსება.

 

 

2. საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას 7%-ით ჯობნის, რაც დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია - მელიქიძე სურგულაძეს პასუხობს

საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება 17.8%, ხოლო ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში 18.24% იყო.

 

 

3. ირაკლი ღარიბაშვილი: წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მშპ 58.7 მილიარდი ლარი გახდება

“9 თვის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11.3%, გადაიხედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა —  ამის  შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

4. საავტომობილო ბიზნესს გამოცოცხლება დაეტყო

საავტომობილო ბიზნესში სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. მართალია, ბაზარი დიდი დატვირთვით ახლაც ვერ მუშაობას, მაგრამ გაუმჯობესება ნამდვილად იგრძნობა. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, იმპორტი არ შეჩერებულა პანდემიურ პერიოდში, შესაბამისად, რეექსპორტშიც ზრდაა, თუმცა ბიზნესი ვითარდება ინერციით და ეს პროცესი შეიძლება პანდემიის პარალელურად გაგრძელდეს.


 

 

5. ბიზნესმენებს მოსწონთ მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, თუმცა ყველა ბიზნესი ვერ გადავა წალენჯიხაში

“კომერსანტმა“ ხაზარაძის ეს ინიციატივა ბიზნესმენებს ცეზარ ჩოჩელს და ირაკლი როსტომაშვილს შეაფასებინა, ორივე მათგანი ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივა საინტერესოა და რეგიონს განვითარებაში ხელს შეუწყობს.

 

 

6. პოლიტიკური დაძაბულობა ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას კიდევ უფრო ასუსტებს

პოლიტიკური არასტაბილურობის, სავალუტო რყევებისა და პანდემიის ფონზე სპეციალისტები ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ნაკლებად ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ინვესტორებზეც უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი მოქმედებს, რაც ინვესტიციებს დიდ რისკს უქმნის და სამომავლო პოტენციალსაც ამცირებს.

 

 

7. პენსიონერები აცრის შემთხვევაში ერთჯერად 200 ლარიან დანამატს მიიღებენ

ყველა ის პენსიონერი, რომელიც 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება პენსიაზე ერთჯერად 200 ლარიან დანამატს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

8. ახალგაზრდა არქიტექტორებმა თბილისის ულამაზესი კიბის აღდგენა დაიწყეს

ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფმა, რომელიც ენთუზიასტებს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან აერთიანებს, თბილისის ალბათ ყველაზე ლამაზი კიბის რესტავრაცია დაიწყეს. ეს არქიტექტურული ძეგლი მეტროსადგურ „რუსთაველთან“ ახლოს მდებარეობს და XIX საუკუნეშია აგებული.

 

 

9. New York Times: გაძვირება თუ არა ნავთობი 100 დოლარამდე?

ოპეკი, რუსეთი და ნავთობის სხვა მომპოვებელი ქვეყნები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას არ შეუშინდნენ და მოპოვების აქამდე დადგენილ დღე-ღამეში 400 000 ბარელზე მეტად გაზრდაზე უარი განაცხადეს.

 

 

 

10. BBC: ამერიკა ინფრასტრუქტურაში $1,2 ტრლნ-ს ჩადებს

პრეზიდენტმა ბაიდენმა შუალედურ გამარჯვებს მიაღწია - მის მიერ წარდგენილი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ნახევარი კონგრესმა უკვე დაამტკიცა, მეორეს 2-3 კვირის შემდეგ მიიღებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up