დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-10 21:00:07

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. საქართველოში კოვიდით 25-ჯერ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე აგვისტოს ომში - ვინ იღებს პასუხისმგებლობას?!

საქართველოში 10 ნოემბერს კოვიდით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯამში პანდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა 10 662-მდე გაზარდა. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საქართველო სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს. იმ ფაქტზე, რომ კოვიდმა უკვე 25-ჯერ მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე აგვისტოს ომმა, პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

 

 

2. რატომ ჩავარდა მთავრობის პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის საკითხებში კრახი განიცადა. პროექტი ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ისე დაიწყო, რომ მთავრობაც არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, როგორ აპირებდა ამ პრობლემის გადაწყვეტას, ვერც ბიზნესი დააინტერესა და არასწორი მიდგომით განვითარების ის მცირე შესაძლებლობაც მოსპო, რაც შეიძლება ეკონომიკას მიეღო პრივატიზაციის პროცესისგან.



3. კონკურენციის სააგენტო ფარმაინდუსტრიაზე ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვის რეკომენდაციით გამოდის

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია.


 

4. საქართველოს გაუდაბნოების მთავარი საფრთხე სათბურის გაზების ემისიაა


გაერო  სათბურის გაზების ემისიების წყაროების სიაში კვების სექტორს პირველ ადგილზე აყენებს. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, რადგან თითქმის ყველა რეგიონში გაუდაბნოების პროცესი არის დაწყებული.

 

 

5. ბაკურიანის მთავარი პარკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მესამე წელია, ვერ ხორციელდება

ბაკურიანში, ყველასთვის კარგად ნაცნობ რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა 3 წელია ვერ მოეწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეორე მცდელობა კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს — წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

 

6. „მგზავრებმა“ გონიოში სასტუმრო „ლაბაუს“ პროექტი გაყიდა

სასტუმროების ქსელმა „მგზავრები“ „ლაბაუს“ ბრენდით გონიოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს პროექტი გაყიდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქსელ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ახალი მფლობელის მხრიდან მიმზიდველი შემოთავაზება გახდა.

 

 

7. ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა.

 

 

8. ჩვენი საინვესტიციო მიზანია, მაქსიმალურად დავამარცხოთ ინფლაცია - ინტერვიუ საპენსიო ფონდის დირექტორთან გოგა მელიქიძესთან

საპენსიო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე 29.1%-იანი მომგებიანობა აქვს. რამდენად კარგ მაჩვენებლად ითვლება მაღალი ინფლაციის ფონზე სააგენტოს არსებული ამონაგები, რა ინსტრუმენტებით იცავს ის საპენსიო თანხებს ინფლაციის გავლენისგან, რა მოვალეობას ასრულებს ახლადარჩეული სპეც. დეპოზიტარი და როგორ უწყობს ხელს ფონდი კაპიტალის ბაზრის განვითარებს? - ინტერვიუ.


9. PlantValley-ს ქართული მარწყვი გვირაბებში მოჰყავს

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჟოლოს წარმოება მცირდება, მაგრამ ამავე დროს მარწყვის მოსავალი იზრდება. სულ უფრო მეტი ფერმერი ინტერესდება მაღალხარისხიანი ორგანული მარწყვის მოყვანით, რადგანაც ამ კუთხით მნიშვნელოვან აუთვისებელ ნიშას ხედავს.

 

 

10. უკრაინა მასშტაბური ენერგოკრიზისის ზღვარზეა

ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები უკვე დაფიქსირდა კიევის ოლქის ბევრ ქალაქში და სიფელში და ეს ცალკეული ფაქტები არ არის. ბოლო 6 თვის მანძილზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული გათიშვები ჩვეულ მოვლენად იქცა. ისე დაემთხვა, რომ ენერგოსისტემის მაოსბრივი შეკეთებები გლობალურ, ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ენერგოკრიზისს დაემთხვა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up