დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-11 21:00:18

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა გამაოგნებელი და საეჭვოა“ - მარინა ბერაძე

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოქალაქეების გარდაცვალება გამოიწვია მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ისინი ჰოსპიტლებში მოხვდნენ. მართალია, საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ნათლად ასახავს ნეგატიურ განწყობას და უნდობლობას, რაც, ზოგადად, პანდემიის მართვის პროცესის მიმართ თითქმის მთელ საზოგადოებაშია.

 

 

2. რამდენი პროცენტით „ჯობნის“ საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას - ლევან სურგულაძე

წინამდებარე პუბლიკაციაში დეტალურად განვიხილავთ საკითხს, თუ რამდენია საპენსიო ფონდზე რეალური ამონაგები (დარიცხულ სარგებელს გამოკლებული ინფლაცია) ამ ფონდის დაარსებიდან (2019 წლის 1 იანვარი) მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

 

 

3. კომუნალური გადასახადების სუბსიდირება გადასახადების გადამხდელებს 2020 წელს 308 მლნ ლარი დაუჯდათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს მარტიდან მაისის ჩათვლით, ასევე ნოემბერ-დეკემბერში იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარდნენ, კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდირთათ.

 

4. თელავი გრანდიოზული ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ემზადება

თელავი ახალი ტურისტული მარშრუტებისთვის ემზადება. უახლოეს მომავალში 7 ბორცვზე გაშენებულ ისტორიულ ქალაქს რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ტურისტული მიმართულებები შეკრავს.


 

 

5. როგორ აისახება “მწვანე პასპორტები“ ფიტნეს კლუბების მუშაობაზე

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე ბარათების სისტემა ამოქმედდება, რეგულაციის თანახმად, რესტორნებში, კაფე-ბარებში, ფიტნეს კლუბებში და სხვა ბიზნეს ობიექტებზე ის მომხმარებლები, რომლებსაც მწვანე ბარათები არ აქვთ, ვეღარ შევლენ. რა მოლოდინები აქვს ბიზნესს და როგორ აისახება ეს მათ საქმიანობაზე —ამ თემაზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ფიტნეს კლუბის „ოკტოპუსი“ დირექტორმა ლევან ასათიანმა ისაუბრა.

 

 

6. პენტაგონი: შავ ზღვაზე ისე ვიმოქმედებთ „როგორც საჭიროდ ჩავთვლით“

აშშ და ვაშინგტონის მოკავშირეები ნატო-ს ხაზით შავ ზღვაზე ისე იმოქმედებენ, როგორ საჭიროდ ჩათვლიან. ამის შესახებ ოთხშაბათს, 10 ნოემბერს, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

 

7. ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტო მოცულობას მიაღწევს

ღვინის ექსპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ წელს ექსპორტზე 100 მლნ ბოთლი ღვინო გავა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა.

 

 

8. საქართველოში ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა

საქართველოში 2021 წელს ზეთისხილის მოსავლიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. ზეთისხილის ასოციაციის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე მოკრეფილია 200 ტონა ზეთისხილი და კრეფის პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

9. კოვიდი და გრიპი - ფეთქებადსაშიში კოქტეილი, რომელიც ზამთარში გველის

კაცობრიობას მალე კორონავირუსის მეხუთე ტალღა ელის. როგორ შეთავსდება ის გრიპის ახალ შემოტევასთან, რომელიც ევროპაში და ამერიკაში შეზღუდვების შერბილების ფონზე აუცილებლად იქნება?

 

 

10. Forbes: როგორ შეებრძოლება უკრაინის პრეზიდენტი ოლიგარქებს?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიოლიგარქიულ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი, თუ რით განსხვავდება ოლიგარქი რიგითი მილიონერისგან.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up