დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-12 21:00:27

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ქართველი იმპორტიორები ჩინურ ბაზრებს ტოვებენ - რომელი ქვეყანა ჩაანაცვლებს ცისქვეშეთს?

ჩინეთიდან ლოგისტიკის მაღალი ხარჯის გამო ქართველი იმპორტიორები ალტერნატიულ გზებს ეძებენ.  მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან იმპორტი კიდევ უფრო გაძვირდება, რაზეც უცხოურ ანალიტიკურ გამოცემებში ბოლო დროს ინფორმაცია ხშირად ქვეყნდება.

 

 

2. ირაკლი ღარიბაშვილი - მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება

მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

3. ფარმაცევტული სექტორი ჰოლდინგური სტრუქტურის დაშლის წინააღმდეგია - რეაქცია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშზე

3 წლის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაასრულა. ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა, GMP სტანდარტის შემოღება, ელექტრონული რეცეპტის ერთიანი სისტემის დანერგვა, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ამოქმედებისკენაც სააგენტო მთავრობას მოუწოდებს.

 

 

4. ნაღდი ლარი მიმოქცევიდან დაახლოებით 10 წელიწადში შეიძლება გაქრეს


ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ფულის გაციფრულების პროცესი საქართველოში დაახლოებით 10 წელიწადში დასრულდება.  როგორც ეროვნულ ბანკში სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, ციფრული ლარი საპილოტე რეჟიმში ბრუნვაში 2022 წლიდან ჩაეშვება.

 

 

5. მთავრობამ ახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად 40–მდე საინვესტიციო შეთავაზება მოამზადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოამზადა, რომლებიც საქართველოში ახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად.

 

 

6. ფულის მასა ბოლო 1 წელიწადში 2.1 მლრდ ლარით გაიზარდა

ფულის მასა სექტემბერში, გასული წლის ანალოგიორ პერიოდთან შედარებით, 16%-ით 15.212 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. ფართო ფულის ოდენობა ბოლო 9 თვეში 1.552 მლრდ ლარით, ხოლო ბოლო 12 თვეში 2.144 მლრდ ლარით გაიზარდა.

 

 

7. სავარჯიშო დარბაზი „ფიტნეს რეფორმერი“  მომხმარებლების პასპორტიანებად და უპასპორტოებად დაყოფას არ აპირებს

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის თანახმად მომხმარებლები, რომლებიც ვაქცინირებულები არ იქნებიან, სხვადასხვა მომსახურების მიღებას ვეღარ შეძლებენ. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სავარჯიშო დარბაზი „ფიტნეს რეფორმერი“  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია დისკრიმინაციულია და მომხმარებლებს აუცრელად და აცრილებად არ დაყოფს და რეგულაციის ამოქმედების შემდეგაც მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს.

 

 

8. აშშ ევროპას აფრთხილებს - მოსკოვი უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ ევროპელ მოკავშირეებს უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ აფრთხილებს, რადგან მოსკოვსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობა მიგრანტებისა და ენერგოკრიზისის გამო კრიტიკულ ზღვარზეა.

 

 

9. Bild: ევროკავშირზე მიგრანტების შეტევის უკან პუტინი და ერდოღანი დგანან

ბოლო 6 კვირის მანძილზე ბელარუსიდან გერმანიაში 6000-ზე მეტი ლტოლვილი შევიდა. ისინი ბელარუსში 2 გავლენიანი ადამიანის სანქციით ჩაჰყავთ. ის, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს აზიელი არალეგალები ბელარუსში ჩაჰყავს და შემდეგ მათ ევროკავშირში აგზავნის და ამაში პირდაპირ მონაწილეობენ იქაური ძალოვნები, უკვე კარგად ცნობილია.

 

 

10. რუსები ვაქცინაციისთვის თავის ასარიდებლად ქრთამებს იხდიან

კორონავირუსმა რუსეთში ფეხი საფუძვლიანად მოიკიდა - დღეში აქ 1000-ზე მეტი ადამიანი კვდება. მდგომარეობას კორუფცია ართულებს - რუსების დიდი ნაწილი ვაქცინა „სპუტნიკს“ არ ენდობა და აცრის თავიდან აცილებას ყველანაირად ცდილობს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up