დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-17 21:00:36

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

 

1. ჯანდაცვის კომიტეტში ბევრს ფიქრობენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რა დააკლეს პანდემიის მართვის პროცესს

ჩავარდა ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში სამიზნე მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლები ადამიანია აცრილი. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ასეთ მდგომარეობაზე? „კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძესთან.

 

 

2. GeoSafety-ის უსაფრთხოების სერვისებზე მოთხოვნა პანდემიურ პერიოდში 40%-ით გაიზარდა

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.

 

 

3. გაცემული სესხების მოცულობით თიბისი საქართველოს ბანკს 955 მლნ ლარით უსწრებს

საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკიდან ბაზრის წილის ნახევარზე მეტს სესხებშიც, ანაბრებშიც, აქტივებშიც, შემოსავლებსა და წმინდა მოგებაშიც თიბისი და საქართველოს ბანკი ფლობენ, რომლებიც პირველობას მორიგეობით ინაწილებენ.

 

 

4. თბილისში ინდივიდუალური სახლებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე განაცხადა.


 

 

5. ნათია თურნავა - საქართველოში პირველი ტოპ კლასის ვენჩურული კაპიტალის ფონდი შეიქმნა, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს

საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

 

 

6. „კლინიკებს საკმაოდ მძიმე სიტუაციაში უწევთ ოპერირება“ - გააძვირებს თუ არა ინფლაცია სამედიცინო მომსახურებას

წლიური ინფლაციის განაკვეთმა ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია. მოსახლეობას, სხვა ყველაფერთან ერთად, გაუძვირდა სამედიცინო მომსახურებებიც. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები ერთ წელში 8.4%-ით არის მომატებული.

 

 

7. მარტო პურის წილი სასურსათო კალათაში 60%-ს აჭარბებს

სპეციალისტები საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ცვლილების საჭიროებაზე საუბრობენ. ყველაზე მეტი  შენიშვნა სურსათის კომპონენტთან დაკავშირებითაა, რომელსაც სასურსათო კალათაში 70% უჭირავს, როცა განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-30%-ის ფარგლებშია.

 

 

8. როგორ ხვდება ბიზნესი სიახლეს - გაზზე მომუშავე ტექნიკის რეგულაციები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს, საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

 

 

9. რას მოიმოქმედებს ევროკავშირი მიგრაციული კრიზისის დასაძლევად?

16 ნოემბერს ბრიუსელში შედგა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ბელარუსთან მოსაზღვრე ქვეყნებში მიგრაციული კრიზისი განიხილეს.

 

 

10. Forbes: გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირება შეაჩერა - გაზი ისევ გაძვირდა

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მმართველი შვეიცარიული კომპანია Nord Stream 2 AG-ის სერტიფიცირებას აჩერებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up