დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-23 21:00:09

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. რეგიონში მე-2 და მსოფლიოში მე-16 ადგილი - ქართული ინფლაციის ანტირეკორდი

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა, ანუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფასები საშუალოდ 12.8%-ით გაიზარდა. ინფლაციის ეს მაჩვენებელი 4-ჯერ აჭარბებს მიზნობრივს (3%), რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

 

 

2. „აკრძალვა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება“ - სათამაშო ბიზნესი მთავრობის გადარწმუნებას შეეცდება

საქართველოს მთავრობა სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას კიდევ ერთხელ ცდის. გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ბახტაძეს მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავება და რეკლამის შეზღუდვა არ გამოუვიდათ, ჯერი ახლა ირაკლი ღარიბაშვილზეა.

 

 

3. სოციალური მესიჯებით 2024 წლის არჩევნებისთვის არაფორმალური სამზადისი პრაქტიკულად დაწყებულია

მომავალი წლიდან მთავრობა შეეცდება სერიოზული სოციალური ცვლილებების გატარებას, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწინდარი უნდა გახდეს. ღონისძიებებს შორისაა ონლაინ თამაშების აკრძალვა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება, წამლების ფასზე კონტროლის გაძლიერება და სხვა, რაც დღემდე დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის.

 

4. „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი - ქვეყანაში გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მექანიზმები, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზრის რეგულირებას

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის შეფასებით, სოციალური დახმარების შესახებ პრემიერის ინიციატივა სწორია და სახელმწიფო უნდა ეცადოს, ადამიანს სოციალური დახმარების მიღების მოტივაცია არ გაუჩნდეს.


 

 

5. 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მეტი იქნება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით გაიზრდება.

 

 

6. Georgian Airways ირანის მიმართულებით გეგმავს ოპერირებას

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ირანის მიმართულებით გეგმავს ოპერირებას. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩლაძემ “საქმიანი დილის” რუბრიკაში “საუბრები ავიაციაზე” განაცხადა, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Georgian Airways-ი აპირებს საქართველოსა და ირანს შორის აპირებს რეისების განხორციელებას.

 

 

7. კობა გვენეტაძემ პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა

„ეკონომიკასა და საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე COVID-19 - ის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, უაღრესად მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების კოორდინაცია. COVID-19 - ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა“, - კობა გვენეტაძე.

 

 

8. Bloomberg: ევროპა მილსადენების პოლიტიზების მძევალი ხდება

ენერგეტიკული მილსადენების მარშრუტების არჩევა ხშირად პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, თანაც კომერციული მოგების საზიანოდ. ზოგჯერ უკვე მოქმედი მილები პოლიტიკურ იარაღად გადაიქცევიან, ეს კი ყველასთვის საზიანოა.

 

 

9. ძვირი გაზის გამო უკრაინის სასათბურე მეურნეობები გაკოტრების ზღვარზეა არიან

ბოლო კვირებში უკრაინის ბოსტნეულის ბაზარზე ნამდვილი სენსაცია დაფიქსირდა - ქვეყანაში რუსული სათბურის კიტრი შევიდა. რუსეთი ტრადიციულად ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყანაა, მათ შორის უკრაინული პროდუქციის. წლების მანძილზე ბევრი სასათბურე მეურნეობა მხოლოდ რუსულ ბაზარზე მუშაობდა, მაგრამ 2014 წელს ეს შეიცვალა - რუსეთზე ორიენტირებული მეურნეობები ან გაკოტრდნენ, ან სხვა ბაზრებზე გადავიდნენ.

 

 

10. ბილ გეითსი კორონაპანდემიის დასასრულის თარიღს ასახელებს

კორონავირუსით ინფიცირების დონე მსოფლიოში 2022 წლის ზაფხულისთვის საგრძნობლად დაიკლებს - ბილ გეიტსმა COVID-19-ის პანდემიის დასასრული იწინასწარმეტყველა. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ამის შესახებ სინგაპურში, მაიკლ ბლუმბერგის ახალ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up