დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. „ნამახვანის“ და „ხუდონის“ აშენების შემთხვევაში მთავრობას ინვესტორისთვის 1 მლრდ ლარის გადახდა მოუწევდა - 2022-ის ბიუჯეტის პესიმისტური სცენარი
2021 წელს ორი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტი გაუქმდა. ნამახვანჰესის ინვესტორმა, თურქულმა ენერგოგიგანტმა ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.
2. მთავრობა პროგნოზირებს, სებ-ი გარე შოკებს აბრალებს, ცხოვრება კი ძვირდება
წელს ქვეყანაში 14%-მდე ინფლაციაა მოსალოდნელი. ასეთია კვლევითი ორგანიზაციების უმრავლესობის პროგნოზი და მათ პოზიციას ლამის მთავრობაც კი იზიარებს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფასები ტოტალურად იზრდება.
3. ჯემალ ლეონიძე: არსებული სასამართლო სისტემა ჯანსაღ მდგომარეობაშია, თუმცა ხარვეზები მაინც აქვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 25 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს, მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ.
4. მთავრობა ”საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაციას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას იწყებს და ფონდის რესტრუქტურიზაცია მოხდება.
5. პრემიერი - ეკონომიკური ზრდა 10 თვეში 10,5% გამოდის, რაც უპრეცედენტოა არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში
ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცადა.
6. 23 720 კვ.მ-ზე $5 მილიონის ინვესტიციით „დომინოს“ ახალი ფილიალი აშენდება
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“ ახალ ფილიალს გახსნის. მაღაზია დიღომი-გლდანის შემაერთებელი მაგისტრალის ჩრდილოეთით, ბელიაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე აშენდება.
7. თავისუფლების მოედანზე რკინის ცნობილი კონსტრუქციის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება (რენდერები)
თავისუფლების მოედანზე, პუშკინის N 17-ში, რკინის ყველასათვის ნაცნობი კონსტრუქციის დემონტაჟი მოხდება. უკვე წლებია დედაქალაქის ცენტრში რკინებით შემოსაზღვრული ნაგებობის იერსახე არ იცვლება, თუმცა უახლოეს მომავალში ლითონის კონსტრუქციის ნაცვლად დამკვეთი დედაქალაქის ისტორიულ უბანში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს.
8. ნათია თურნავა - „საპარტნიორო ფონდს“ რებრენდინგის შემდეგ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება იგეგმება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, „საპატრიორო ფონდი“ უფრო თანამედროვე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.
9. იატაკქვეშეთში გადანაცვლების საფრთხე - რა რისკებს შეიცავს ახალი რეგულაციები?
მთავრობის მეთაური ცვლილებებს მძიმე სოციალური ფონით ხსნის. სკეპტიკოსების აზრით კი რეგულაციების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი სამუშაო ადგილს და ბიუჯეტი ათობით მლნ ლარს დაკარგავს, პრობლემა კი რეალურად არ მოგვარდება და თამაშები იატაკქვეშეთში, თანხის ამოღების უფრო სასტიკი მეთოდებით გადაინაცვლებს.
10. ჯანდაცვის სამინისტროს 2022 წლიდან დაგეგმილი აქვს სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა
2022 წლიდან საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა იგეგმება, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ.