დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-13 21:00:41

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „ქართულმა ოცნებამ“ 9 წელიწადში გადასახადების გაზრდის ყველა შანსი გამოიყენა?!

უკანასკნელი ორი ხელისუფლების პირობებში საქართველომ გადასახადების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 2004-დან 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გადასახადების რაოდენობა 36-დან 6-მდე შემცირდა.

 

 

2. გაქცეულ ინფლაციას ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შეამცირებს

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, მაგრამ გაქცეული ინფლაციის მოსათოკად ეს ღონისძიება არასაკმარისია. ფასების შემცირებას არც ბიზნესი ელოდება და არც ექსპერტები პროგნოზირებენ.

 

 

3. ლირა 14.00-იან ნიშნულს გადასცდა, ლარი პოზიციებს ინარჩუნებს

ლირა ვარდნას განაგრძობს. ორშაბათს, 13 დეკემბერს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 14 ლირას გადააჭარბა თა თბილისის დროით 11:00 სთ-ზე 14.47-ს მიაღწია, რაც 2005 წლის დენომინაციის შემდეგ აქამდე არასდროს მომხდარა.

 

4. საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 11 თვეში $9 მლრდ-ს გადააჭარბა

იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.7%-ით $3.822 მლრდ-მდე, იმპორტი 24.5%-ით $9.006 მლრდ-მდე, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 25.2%-ით $12.828 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11 თვეში $5.184 მლრდ, სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა.


 

 

5. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გამზირის გაორმხრივება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ იგეგმება.

 

 

6. პანდემიური წლის მიუხედავად ალტას, ელიტ ელექტრონიქსისა და ზუმერის გაყიდვები გაიზარდა

ტექნიკის მაღაზიები 2020 წელს ჯერ გაზაფხულზე და შემდეგ დეკემბერში, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაკეტილი იყო, თუმცა ალტას, ელიტ ელექტრონიქსისა და ზუმერის გაყიდვები მაინც გაიზარდა.

 

 

7. არასაპროცენტო შემოსავლებში სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული სარგებლის წილით ტერა ბანკი და პაშა ბანკი ლიდერობენ

ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2021 წლის პირველ სამ კვარტალში თითქმის 15 პუნქტით გამყარდა, თუმცა წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩეოდა.

 

 

8. მიხეილ ლომთაძე კვლავ უმდიდრესი ქართველია

მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია - ყაზახური ფინტექ კომპანია KASPI-ის CEO-მ ქონებით ბიძინა ივანიშვილს ისევ გადაუსწრო.

 

 

9. ლაგუნა ვერესთან რესტორანი აშენდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერესთან რესტორანი აშენდება. შპს „დიონისემ“ თბილისის მერიას კვების ობიექტის პროექტი უკვე შეუთანხმა. კომპანია ახლა მშენებლობის ნებართვას ელოდება.

 

 

10. მწვანე პასპორტების ამოქმედებამ რესტორანი “ტერასა“ გაკოტრების პირას მიიყვანა

ქვეყანაში მწვანე პასპორტების ამოქმედებამ ზაჰესში არსებული რესტორანი ტერასა გაკოტრების პირას მიიყვანა. როგორც “კომერსანტს“ რესტორნის მეპატრონემ დათო შაინიძემ უთხრა, რესტორანმა მომხმარებელთა ის მცირე რაოდენობაც ვერ შეინარჩუნა, რაც 1-ელ დეკემბრამდე ჰყავდა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up