დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-14 21:00:01

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ეკონომიკურ ზრდაზე მთავარი გავლენა რეინვესტირებამ მოახდინა

Covid-19-მა ინვესტიციებს დიდი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, სადაც უცხოური კაპიტალის მოზიდვა ეკონომიკის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება.  2021 წელს ინვესტიციები, რეინვესტირების გარეშე, ფაქტობრივად განულებულია.

 

 

2. პანდემიურ 2020 წელს მაკდონალდსის შემოსავალი მხოლოდ 3%-ით შემცირდა

მაკდონალდსის გაყიდვები საქართველოში პანდემიურ 2020 წელს მხოლოდ 3%-ით 96 მლნ ლარამდე შემცირდა, მაშინ როცა სხვა ქართულმა რესტორნებმა შემოსავლის 60-70 პროცენტი დაკარგეს.

 

 

3. „ოქროს სია“ 2023 წლამდე არ გაუქმდება

„ოქროს სია“ 2023 წლამდე არ გაუქმდება, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

4. სასამართლომ Myway Airlines-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ავიაკომპანია ფრენებს განაახლებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება, დაკმაყოფილდა.


 

 

5. „მაჭახელას“ შემოსავალი 20-დან 7 მლნ ლარამდე შემცირდა

2020 წელს, ლოქდაუნების შედეგად ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი დაზარალდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 83%-ით $542 მლნ-მდე შემცირდა, 60-70 პროცენტით იკლო რესტორნების ბრუნვამაც. ქსელური რესტორნის „მაჭახელა სამიკიტნოს“ შემოსავალი 19.7 მლნ-დან 7 მლნ ლარამდე შემცირდა.

 

 

6. როგორ ხდება სადაზღვევო კომპანია არდი-ში სადაზღვევო შემთხვევების რეგულირება და მართვა

როგორ ხდება სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მართვა და როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი სადაზღვევო შემთხვევების დროს - ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ სადაზღვევო კომპანიის „არდი“ სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების უფროსმა იოსებ დაბრუნდაშვილმა და ჯანმრთელობის დაზღვევის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა დურგლიშვილმა ისაუბრეს.

 

 

7. ,,გრანელი ჯგუფი“ ვეგანური ტყავის წარმოებაში $10 მლნ-ს დებს

პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ,,გრანელი ჯგუფი“  ქალაქ ყვარელში ცხოველური და სინთეტიკური ტყავის ალტერნატივის, მცენარეული ნედლეულისა და ორგანული ნარჩენის საფუძველზე დამზადებული ვეგანური ტყავის წარმოებისთვის საჭირო ქარხნის მშენებლობას იწყებს.

 

 

8. სომხეთი თურქეთს გენოციდის აღიარებას აღარ სთხოვს - მიზანი ეკონომიკური ურთიერობის აღდგენაა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვაან უნანიანის განცხადებით ქვეყანა მზადაა თურქეთთან დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს, რაც 1915 წლის სომეხთა მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარების მოთხოვნის ირიბ უარყოფად შეიძლება შეფასდეს.

 

 

9. ავტომობილების ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება - კანონპროექტი საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ დათვალიერებასა და ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირდება.

 

 

10. ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა

პანდემიის მიუხედავად, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up