დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-16 21:00:28

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „კომერსანტმა“ სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო

სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ მედიაჰოლდინგ „კომერსანტთან“ სასამართლო დავა წააგო. მოსამართლემ კლინიკების ქსელის იურისტის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა „კომერსანტის“ იურისტის ამირან გიგუაშვილისთვის, რომელიც აცხადებს, რომ კლინიკის მენეჯმენტის სარჩელი აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო.

 

 

2. ,,სელექციური კონტრაქტირება“ მცირე კლინიკების დიდ ნაწილს გააკოტრებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისის მიმწოდებელთა წრე მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სელექციური კონტრაქტირება, რომლის განხორციელებას მთავრობა ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში გეგმავს.

 

 

3. კომერსანტის ექსკლუზივი: გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი ლისზე ევროპულ სკოლას ააშენებს (რენდერები)

„კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) დაკვეთით სასწავლო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტი, რომელიც 26 099 კვ.მ. ტერიტორიაზე ხორციელდება, სკოლას და კამპუსს გააერთიანებს.

 

 

4. ლირამ 15-იანი ნიშნულიც გაარღვია


თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულებამ უკვე 15 ლირას გადააჭარბა.

 

5. ნოემბერში ტურისტების რაოდენობა 283%-ით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 289%-ით 181 ათასამდე, მათ შორის ვიზიტორების რაოდენობა 267%-ით 167 ათასამდე და ტურისტების რაოდენობა 283%-ით 151 ათასამდე გაიზარდა.

 

 

6. რესტორანი კვამლი „მწვანე პასპორტების“ ამოქედების შემდეგ მომხმარებლების გარეშე დარჩა

მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ, ქუთაისში მდებარე ცნობილი რესტორანი “კვამლი“ თითქმის გაჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ რესტორნის მენეჯერმა ქრისტინე ქავთარაძემ უთხრა, რესტორანს მომხმარებლები ფაქტობრივად აღარ ჰყავს და დაკეტვის პირასაა.

 

 

7. შესაძლებელია იყოს ლარის კურსის რყევები - კობა გვენეტაძე

„მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს [ლარის კურსის] რყევები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის სტაბილურობას“,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

 

 

8. 2022 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ღირებულება 1,5 მლრდ-ს გადააჭარბებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაზუსტებული ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 1,545 მლრდ ლარს შეადგენს.

 

 

9. თურქეთის შემდეგ აზერბაიჯანი - სომხეთი ისტორიულ მტრებთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს (ანალიტიკა)

მორიგი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ეკონომიკური ურთიერთებობის აღდგენის შესახებ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს. ალიევის თქმით სომხეთი სარკინიგზოსთან ერთად საავტომობილო გზის გახსნასაც დასთანხმდა და ამჯერად განხილვის საგანი უკვე ზანგეზურის დერეფანში გაჭრილი გზის სამართლებრივი ფორმაა.

 

 

10. კობა გვენეტაძე - ვისაც ახლა სესხის პროცენტი გაეზარდათ, როგორც კი გადაივლის ეს ფაქტორები, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი შემცირდება და მათი საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up