დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-17 21:00:48

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.

 

 

2. „რეკორდულად მაღალი“ ბიუჯეტი და ჩაშლილი მსხვილი პროექტები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 წელი

2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.

 

 

3. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით,  გაითვალისწინეს  ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება.

 

 

4. წლის ბოლომდე ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე გავა

ფულადი გზავნილების მოცულობა წლის ბოლომდე ახალ რეკორდს დაამყარებს. 11 თვის მონაცემით, $2-მილიარდიანი ზღვარი გადაილახა და ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე, წინასაახალწლო პერიოდში, კიდევ  გაიზრდება.

 


 

5. სამართლიანი სასამართლოს როლი კონკურენციის ინდექსში, ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ბრენდინგში

რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკასა და იმიჯში და როგორია დღეს საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა, ამ თემაზე სასაუბროდ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ავტორმა და წამყვანმა ლევან კობერიძემ იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი, თბილისის საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი მიიწვია.

 

 

6. შოთა ბურჯანაძე - ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები დაცული იქნება? ვერ იქნება!

„1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“, ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები დაცული იქნება? ვერ იქნება“, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

 

 

7. მსხვილი კომპანიების წილმა ელექტრომოხმარებაში 25%-ს გადააჭარბა

საქართველოში ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 15%-ით 1.204 მლრდ კვტ/სთ-მდე, ხოლო 11 თვეში 13%-ით 12.407 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი, თითქმის 18%-იანი ზრდა, ოკუპირებულ აფხაზეთში დაფიქსირდა, თუმცა ზრდა შეინიშნებოდა დანარჩენ საქართველოშიც როგორც მოქალაქეების, ასევე მსხვილი კომპანიების მხრიდან.

 

 

7. 80 მილიონი დოლარი, რომლის გადახდა სასამართლომ საქართველოს დააკისრა ნოღაიდელის და ხეთაგურის სინდისზეა – თემურ ჭიჭინაძე

საოცარია, მაგრამ ფაქტია, საზოგადოებისათვის მხოლოდ ერთდღიანი „ვნებათა ღელვის“ საბაბი აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რუსულ ენერგოკომპანია «Интер РАО»-სა და საქართველოს შორის წარმოებული სასამართლო დავა, სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ ქართული მხარისთვის რუსული კომპანიის სასარგებლოდ $80 მლნ-ის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

 

 

8. გლობალურ რეიტინგებში საქართველოს პოზიციები უმეტესად უმჯობესდება

გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს რეიტინგი უსაფრთხოების, კორუფციასთან ბრძოლის და რამდენიმე სხვა მიმართულებით აშკარად პოზიტიურია. მაგალითისთვის, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტით – უსაფრთხოების დონით, საქართველო 27-ე ადგილზეა.

 

 

9. მსოფლიოში ყველაზე ცუდი 10 ავიაკომპანიიდან 2 საქართველოშიც ოპერირებს

ბარგის შენახვის სერვისმა Bounce ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების ათეული გამოავლინა. მათგან ორი: დაბალი ფასის გამო პოპულარული რეინეარი და უკრაინის ავიახაზები საქართველოშიც ოპერირებს.

 

 

10. დღეიდან ღამის კლუბები იხსნება

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში საკლუბო სივრცეები მომხმარებლისთვის დღეს, 17 დეკემბერს იხსნება. პანდემიამდელი პერიოდისგან განსხვავებით კლუბებს მომხმარებელთა 50%-ის დაშვება შეუძლიათ, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე ერთ ადამიანს გულისხმობს.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up