დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-20 21:00:52

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „ხელისუფლება ეკონომიკის დირექტორია“ - 62 დეპუტატის შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული კომპანიები

ბიზნესმენები პოლიტიკაში და პოლიტიკოსები ბიზნესში დიდი ხანია საქართველოში არავის უკვირს, თუმცა ბიზნესინტერესების მქონე დეპუტატების სიმრავლით მეათე მოწვევის პარლამენტი მაინც გამორჩეულია.

 

 

2. მიწის არასისტემური რეგისტრაცია ფასიანი ხდება

დაახლოებით 2 კვირაში მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა იწურება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პროგრამა გაგრძელდება. ცნობილია, რომ მიწის არასისტემური რეგისტრაცია ფასიანი გახდება.

 

 

3. ,,ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება“ - ალეკო შუღლაძე

მაღალი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა რომ წლებია, იმიჯნება, ვიცით. მუდმივად ვაწყდებით ადამიანების თითქმის ჩუმ, ძლივს ამოთქმულ უკმაყოფილებას, რადგან საკუთარ მატერიალურ პრობლემაზე საუბარი ამ საზოგადოებაში სტიგმაა.

 

 

4. ქართული მულჩი მომავალი წლიდან ექსპორტზე გავა


კომპანია ,,ტიჩის“ მიერ წარმოებული მულჩი მომავალი წლიდან ექსპორტზე გავა.  შეთანხმება პოტენციურ ინვესტორთან თითქმის მიღწეულია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეწარმე გოჩა წერეთელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ,,ტიჩის“ ერთ-ერთი კონტრაქტორი ლატვიის წარმომადგენელია, რომელიც მზადაა, ქართულ წარმოებაში ინვესტიცია ჩადოს.



5. ლირამ 17.5-იან ნიშნულს გადააჭარბა

თურქული ლირა რეკორდულ ვარდნას განაგრძობს. ორშაბათს, 20 დეკემბერს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ის კიდევ 6.7%-ით გაუფასურდა. თბილისის დროით 11:00 სთ-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 17.5 ლირას გაუთანაბრდა.

 

 

6. საქართველოში ომიკრონ შტამით ინფიცირება დადასტურდა

საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

7. 2021 წელს პრივატიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 297 მლნ ლარს გადააჭარბა

2021 წელს მთავრობამ აუქციონი 7 ეტაპად ჩაატარა. გაყიდული 269 ლოტის საწყისი ფასი 147 მლნ ლარი იყო, მიღებულმა შემოსავალმა კი 297 მლნ-ს გადააჭარბა. წინა პერიოდების მსგავსად, განსაკუთრებულად მსხვილი გარიგება არც  წელს დაფიქსირებულა.

 

 

8. ჩინეთში ექსპორტმა 11 თვეში $569 მლნ-ს გადააჭარბა

ნოემბერში ექსპორტმა $430 მლნ-ს, 11 თვეში კი $3.8 მლრდ-ს გადააჭარბა. იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი - $569 მლნ-ის ღირებულების პროდუქცია ჩინეთში გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.4%-ით აღემატება.

 

 

9. Zarbazani Wine & Beauty-მ ღვინის კოსმეტიკის წარმოება დაიწყო

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ Zarbazani wine and beauty დაახლოებით ორი კვირის წინ ღვინის კოსმეტიკის წარმოება დაიწყო. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა ნანა დავითაძემ უთხრა, საწარმო წავკისში ააშენეს და ძვირადღირებული დანადგარები ჩამოიტანეს.

 

 

10. დავოსის ფორუმი გადაიდო

„ომიკრონის“ გამო დავოსში დაგეგმილი ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გადაიდო. ამის შესახებ ფორუმის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up