დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-21 21:00:59

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ააიპ-ების გაზრდილი დაფინანსება და ხელფასებში გადასახდელი ნახევარი ბიუჯეტი - მუნიციპალიტეტების 2022 წელი

ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება. 70 მლნ ლარით იზრდება საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა, რაც ძირითადად გამოწვეულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების 50 მლნ-იანი ზრდით.

 

 

2. იპოთეკის სუბსიდირებამ დეველოპერებისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულა

სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციას დადებითად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა პრაქტიკულად 0-ის დონეზეა, შედარებით მცირე და საშუალო დონის პროექტები, რაც 2020 წელს უნდა განხორციელებულიყო, სრულად შესრულდა.

 

 

3. გომბორის უღელტეხილზე გვირაბი აღარ აშენდება

ვაზიანი-გომბორი-თელავის კმ33-კმ59 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

 

 

4. ჯანმო „ომიკრონის“ გავრცელების გამო სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების მოწოდებით გამოდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ.


 

 

5. ყოფილი „წმ. მიქაელის საავადმყოფოს“ ტერიტორიის აუქციონი 4-ჯერ ჩაიშალა

ყოფილი მიქაელის საავადმყოფოს აუქციონი 3 წელში 4-ჯერ ჩაიშალა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მყიდველი ამ დრომდე არ გამოუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ობიექტის გასხვისებას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებშიც შეეცადა, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი ჯერჯერობით ვერც ქართველ და ვერც უცხოელ ინვესტორებში ვერ გამოიწვია.

 

 

6. ყველა პარამეტრის მიხედვით ექსპორტს 2019 წელის მონაცემებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია

საქართველომ ექსპორტზე პოზიციები ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიმყარა, მაგრამ პანდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნება ჯერჯერობით მაინც ჭირს. ტრადიცია გრძელდება და ექსპორტზე მოწინავე პოზიციას მძიმე მრეწველობა არ თმობს.

 

 

7. ბანკების მოგება ერთ თვეში 91,718 მლნ ლარით, გაცემული სესხების მოცულობა კი 690.98 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში კომერციულმა ბანკებმა 209,206 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124,725 მლნ ლარით მეტია. შარშან ნოემბერში ბანკების წმინდა მოგება 84,481 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

 

 

8. სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამით უკვე 1005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე 1005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

 

 

9. „ფაიზერის“ ვაქცინის მარაგებს ვადა 31 მარტამდე აქვს

მოქალაქეებს, რომლებსაც „ფაიზერის“ ვაქცინით ბუსტერ-დოზის გაკეთება მომავალი წლის პირველი სამი თვის განმავლობაში უწევთ, აცრის პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან საქართველოს გააჩნია „ფაიზერის“ საკმარისი მარაგები, რომლებსაც ვადა 31 მარტამდე აქვთ.

 

 

 

10. „გაზპრომმა“ იამალი-ევროპის გაზსადენი რევერსულად ჩართო - საწვავის ფასი ისევ ავარდა

„გაზპრომმა“ იამალი-ევროპის გაზსადენით ტრანზიტი შეაჩერა და ამჟამად მილსადენში გაზი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მიედინება. „გაზპრომმა“ 20 დეკემბერს არ დაჯავშნა დღეს გადასატუმბი სიმძლავრეები.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up