დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ემიგრანტებმა ჩადეს - 2.120 მლრდ დოლარი 11 თვეში
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ მიმდინარე წლის ნოემბერში $207 მლნ-ს, 11 თვეში კი $2.120 მლრდ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.7%-ით აღემატება.
2. საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო
საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.
3. აზარტული თამაშების რეგულირების გამკაცრების კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 82-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებები კიდევ შვიდ კანონში აისახა.
4. 1-10 იანვრის ჩათვლით პერიოდი საქართველოში უქმედ გამოცხადდა
საქართველოში 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
5. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო მგზავრობის სისტემა თებერვლიდან ამუშავდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
6. პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ ყველაზე მეტი თანხით ყავის ქარხანა „მეამა“ დააფინანსა
პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი თანხით - 22 მლნ ლარით ყავის ქარხანა „მეამა“ დაფინანსდა, თუმცა ექვსნიშნა და ზოგ შემთხვევაში შვიდნიშნა დაფინანსება სხვა საწარმოებსაც ერგოთ.
7. ხილ-ბოსტნეულის შემნახველი საწარმო ,,აგროლიდერი“ ფართოვდება
ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე კომპლექსი ,,აგროლიდერი“ კასპის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის დაბინავებაში ეხმარება.
8. ვაკის ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური კომპლექსის პროექტი შეიცვალა - რენდერები
11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორია გასხვისდა. ისტორიული ობიექტი 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ 7,3 მლნ დოლარად შპს „ლეჩკომბინატი №1“-ს (წარსულში შპს დილა 2010) მიჰყიდა.
9. სოციალური საწარმო ,,დადარი“ გერმანიაში საბავშვო ბაღს ხის სათამაშოებით მოამარაგებს
ბავშვთა სათამაშოების და სუვენირების მწარმოებელი სოციალური საწარმო ,,დადარი“ მომავალი წლიდან გერმანიაში ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღთან ხელშეკრულებას გააფორმებს.
10. ლიკანის სასტუმროს მუშაობაზე მწვანე პასპორტებს გავლენა არ მოუხდენია
Borjomi Likani Health & Spa Centre-ის მუშაობაზე „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას ხელი არ შეუშლია და მომხმარებელთა რაოდენობა უცვლელი დარჩა. როგორც „კომერსანტს“ Borjomi Likani Health & Spa Centre - ის ბრენდის განვითარების დირექტორმა ქეთი ნადარეიშვილმა უთხრა, სასტუმრო საახალწლოდ მომხმარებელს გალა ვახშამს და ადგილობრივი ბენდის შესრულებით ცოცხალი მუსიკის საღამოს სთავაზობს.