დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-23 21:00:04

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო ბერძული განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი რეალურ კანდიდატად ნინო ბერძული განიხილება. ამის შეასხებ ,,კომერსანტისთვის“ კულუარული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი. წყარო გვეუბნება, რომ ბერძული ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა. 

 

 

2. ხალიკ ბანკი, იშ ბანკი, კრედო ბანკი - აქტივების წლიური ზრდის ტემპით ლიდერები შუალედური ბანკები არიან

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომა 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 2021 წლის ოქტომბერში სექტორის აქტივების ზომა წინა თვესთან შედარებით 1.03 მილიარდით, 59.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ზომის რეკორდული მაჩვენებელია.

 

 

3. ლარი პოზიციებს სავარაუდოდ შუა თებერვლამდე შეინარჩუნებს - რა შეარყევს ქართულ ვალუტას გრძელვადიან პერიოდში

ეროვნული ვალუტა სტაბილურობას  წინასაახალწლოდ და შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, კრიტიკული მომენტი ლარმა გადალახა ნოემბერ-დეკემბერში და ტრენდი იანვარშიც გარძელდება.

 

 

4. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შვეიცარიისა და ლუქსემბურგის მაჩვენებლებს აჭარბებს


გლობალურად ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ზრდის ტემპი მსოფლიო საშუალოს აღემატება.

 

 

5. ბენზინთან ერთად ავტოგაზიც ძვირდება

ბენზინის გაძვირებას ბუნებრივი და თხევადი აირებიც მიჰყვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე ინტერვალებით მატულობს ფასი. ამ დროისთვის 1 კბ/მ ბუნებრივი გაზი 1,55 ლარი ღირს, ხოლო  თხევადი აირის (LPG) ღირებულება 1,70 ლარია.

 

 

6. „ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!“ - ღამის კლუბებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას! — ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ მათ სცენების გახსნის ნებართვა არ მისცა.

 

 

7. ქართული ხასიათი - გამონაკლისი ქართული კომპანიის სარეკლამო რგოლებისთვის

როგორია შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოში, რა შეიძლება ქართულმა შემოქმედებითმა ინდუსტრიამ ექსპორტზე გაიტანოს და რა არის რეკლამაში ყველაზე მნიშვნელოვანი — ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ რადიო კომერსანტის გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ პროგრამის ავტორმა და წამყვანმა ლევან კობერიძემ რეჟისორი გიორგი ებრალიძე მიიწვია.

 

 

8. სამეგრელოში მარწყვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სათბური გათბობის გარეშეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სასათბურე მეურნეობა წელსაც ამინდზეა დამოკიდებული. აგრონომმა და მეწარმემ ნანა ფიფიამ გაზისა  და თხილის ნაჭუჭის სათბობად გამოყენებაზე მაღალი ხარჯის გამო უარი თქვა.

 

 

9. სენსაციური მოლოდინი თურქეთში: დოლარი შესაძლოა 5-6 ლირამდე დავარდეს

აფონდო ბირჟის Ahlatçı Investment გენდირექტორის მოადგილემ ტონგუჩ ერბაშმა ტელეკომპანია A Haber-ის ეთერში დღეს, 23 დეკემბერს, სენსაციური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წლის ბოლომდე დოლარი, შესაძლოა, 5-6 ლირამდე დავარდეს.

 

 

10. საქართველო-აზერბაიჯანი-ირანის სატრანზიტო დერეფანი სატესტო რეჟიმში ამუშავდა

ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფანი სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, რომელიც სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან აკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Trend ავრცელრბს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up