დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-24 23:30:35

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „ეს სიფრთხილისკენ მიმართული ნაბიჯი ჩანს“ – „პაშა ბანკის“ გენერალური დირექტორი სებ-ის გადაწყვეტილებას აფასებს

უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.

 

 

2. საქართველოში კიდევ 78 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, მსოფლიო დღიური ინფიცირების 1 მლნ-იან მაჩვენებელს უახლოვდება

საქართველო მსოფლიო ტენდენციას აცდენილია, თუ გასული წლის 23 დეკემბერს კოვიდით 51 ადამიანი გარდაიცვალა, წელს ეს რიცხვი 78-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2345-დან 1976-მდე შემცირდა.

 

 

3. დაჩრდილავს თუ არა „აქსის თაუერსს“ „ყიფშიძის ბაღების“ მრავალფუნქციური კომპლექსი

ვაკეში,  ყიფშიძის პირველ ნომერში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. „ყიფშიძის ბაღები“ — ასე ჰქვია მასშტაბური პროექტს, რომელსაც 11 000 კვ. მ.-ზე შპს „გუმბათი ჰოლდინგი +“ დედაქალაქის ცენტრში ახორციელებს. 

 

 


4. 2021 წელს სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი მიღწევა საგარეო ვაჭრობას უკავშირდება

სპეციალისტების შეფასებით, 2021 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა სოფლის მეურნეობაზეც წარმატებით აისახა და განსაკუთრებით აგრო პროდუქტების ექსპორტი წაახალისა.

 

 

5. კახა კალაძე - ტრანსპორტში ტარიფი არ ძვირდება - 250-ლარიან, ერთწლიან აბონემენტზე კი შეუძლიათ ბანკებს დაელაპარაკონ და განაწილება გაუკეთონ

„არ ძვირდება მეგობრებო, ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, ამას მოსახლეობას ვეტყოდი პირდაპირ. 250-ლარიან, ერთწლიან აბონემენტზე კი შეუძლიათ ბანკებს დაელაპარაკონ და განაწილება გაუკეთონ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

6. 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, 7% ინფლაცია და უცვლელი ლარის კურსი - სებ-ის 2022 წლის პროგნოზები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოქვეყნა, რომელთა მიხედვითაც საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს.

 

 

7. მესამე კვარტალში, მშენებლობის ღირებულება წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 14.1 პროცენტით გაძვირდა

2021 წლის III კვარტალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

 

 

8. 2011-2020 წლების საარბიტრაჟო დავები გადასახადის გადამხდელებს 101 მლნ ლარი დაუჯდათ

2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო სულ 22 საარბიტრაჟო დავაში იღებდა მონაწილეობას. სასამართლო განხილვები 2020 წლის ჩათვლით გადასახადის გადამხდელებს 101 მლნ ლარი დაუჯდათ.

 

 

9. ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით “ბასიანს“ ლუქავენ

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ ამ ბასიანს ლუქავენ. მისი ინფორმაციით ლუქავენ სხვა კლუბებსაც. პოლიციას ან შრომის ინსპექციას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

 

 

10. ჩინური ვაქცინით აცრილები მეორე ბუსტერის უფლებას მიიღებენ - სინოვაკის და სინოფარმის დაცვა „ომიკრონისგან“ ნულოვანია

ის ადამიანები, რომლებიც სინოვაკის ან სინოფარმის ვაქცინით ორჯერადად არიან აცრილები და ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვთ, დიდი ალბათობით, მეოთხე დოზის გაკეთების უფლებასაც მიიღებენ. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up