დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-27 21:45:19

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. თავდაცვიდან ჯანდაცვაში - პრემიერმა ახალი მინისტრი წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

 

2. „ქართული ბანკები თამამად შეგვიძლია შევადაროთ განვითარებული ქვეყნების ბანკებს“ - ინტერვიუ „პაშა ბანკის“ გენერალურ დირექტორთან

2021 წლის მთვარი მიღწევების, სამომავლო გეგმების, საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ „კომერსანტთან“ ბლიც-ინტერვიუში „პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ ისაუბრა.

 

 

3. ჰეჯირება, სავალუტო ფორვარდები და ლარში აღებული სესხი - გვენეტაძის რჩევა ბიზნესმენებს

ყოველთვის, როდესაც სავალუტო რისკებზე არის საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა ვალუტაში ხდება სესხის აღება, გარდა ამისა არსებობს ჰეჯირების ელემენტები, ფორვარდები და სხვა - ასეთ რჩევებს აძლევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბიზნესმენებს სავალუტო რყევებისგან თავის დასაცავად.

 

 

4. 2021 წელს ავტომობილები 20%-ით გაძვირდა


საავტომობილო ბიზნესისთვის 2021 წელი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მანქანები გაძვირდა, წამყვანი ქართული ავტო კომპანიების გაყიდვები გააქტიურდა და გლობალურ ბაზრებზეც პოზიციები გაიუმჯობესეს.

 

 

5. „თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს - CO-თი ხალხი მაინც იწამლება. სად არის გამოსავალი?

მართალია, ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური სამსახური ირწმუნება, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ზომები გამკაცრებულია, ამას ადასტურებს ენერგოომბუდსმენიც, თუმცა სპეციალისტების ნაწილი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

 

 

6. მეწარმეების ხელშემწყობი საპილოტე პროგრამა 4 რეგიონში განხორციელდება

მთავრობა 2022 წლიდან მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას დაიწყებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ერთად 4 საპილოტე რეგიონია შერჩეული, ესენია: იმერეთი, კახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი.

 


7. 7-ჯერ შეცვლილი ხელშეკრულების მიუხედავად მეტროსადგურ „ავლაბარს“ არქიტექტურული დიზაინის პროექტი არ აქვს

2020 წელს თბილისის მერიამ მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ამავე წლის ივნისში  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურის არქიტექტურული და ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინის პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

 

8. კომპანიების 43% თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს

შემოწმებული ობიექტების 43% თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ შრომის ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

 

 

9. საბიუჯეტო ორგანიზაციებს საწვავს „ვისოლი“, „რომპეტროლი“, „სოკარი“ და „გალფი“ მიაწვდიან

საბიუჯეტო ორგანიზაციები საწვავს 2022 წელს სხვადასხვა მიმწოდებლისგან შეიძენენ. ლოტების მიხედვით, საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერს 4 გამარჯვებული კომპანია ჰყავს. სწორედ ამ კომპანიებიდან მოხდება საწვავის შეძენა.

 

 

10. ანტიბიოტიკების არაადეკვატური მოხმარება და რეანიმაციების დაფინანსების შემცირება – ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელების მიზეზი

ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა, მათ შორის განვითარებული ქვეყნების პრობლემაა და ის მხოლოდ ჰოსპიტალში ინფექციების კონტროლის დონეზე არაა დამოკიდებული. მთავარი პრობლემა ამ კუთხით ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებული რეზისტენტობაა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up