დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. რომელი მთავარი ეკონომიკური მოვლენები დაგვამახსოვრებენ 2021-ს
2021 წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, ორნიშნა ინფლაციით, გაზრდილი უმუშევრობით, თითქმის ნულამდე დაყვანილი ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, გაზრდილი ფულადი გზავნილებითა და კოვიდით გარდაცვლილთა ხუთნიშნა მაჩვენებლით ასრულებს.
2. ქართული კომპანიების 2021 წელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - გაზრდილი ფასი და მოთხოვნა
2021 წელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიებისთვის, წინა წელთან შედარებით, აქციების ფასის და მოთხოვნის ზრდით გამოირჩეოდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამჟამად სამი ქართული კომპანიის – საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO), თიბისი ბანკის და საქართველოს კაპიტალის აქციებით ხდება ვაჭრობა.
3. რის უფლებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკანონმდებლო ცვლილებით
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილება შედის. დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელს სახელმწიფო ქონების შეძენის უფლება ექნება.
4. ზამთრის სეზონს „მარკო პოლო გუდაური“ სრული დატვირთვით შეხვდა
2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი, რომელიც 25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე ოფიციალურად გაიხსნა, აქტიურ ფაზაშია. როგორც „კომერსანტს“ გუდურის სათხილამურო კურორტების განვითარების მენეჯერმა გვანცა მირზიაშვილმა უთხრა, გუდაურში სასტუმრო “მარკო პოლო“ თითქმის სრულად დატვირთულია, სასტუმროს დამსვენებლები როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები არიან.
5. ვაქცინაციის წამახალისებელი 200 ლარიანი პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს
ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 60-დან 50 წლამდე დაიწევს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
6. საახალწლო სუფრის ინდექსი საქართველოს რეგიონების მიხედვით
თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ორგანიზაცია (ISET) საახალწლო სუფრის ხარჯების შესახებ რეგიონების მიხედვით ჩაშლილ კვლევას აქვეყნებს და მონაცემებს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს ადარებს.
7. შვიდი აუქციონის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაიყიდა
2020-21 წლებში ჩატარებული შვიდი აუქციონის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა მაინც ვერ გაიყიდა.
8. ქართულ ბანკებში დეპოზიტები 1 თვეში 606 მილიონი ლარით შემცირდა
მიზეზად საბანკო სფეროს სპეციალისტი, ,,ევროპის უნივერსიტეტის“ პრორექტორი გოჩა თუთბერიძე პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემას ასახელებს, როგორიცაა შემოსავლების კლება და ცხოვრების ხარისხის გაუარესება, მაგრამ ამავე დროს არც სეზონური ფაქტორის გავლენას გამორიცხავს.
9. „სკოლაში სრულიად მოხსნილია სტრესი“ - ფინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგი ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ
სასკოლო განათლების ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფოს განვითარების დონე, მიღწევები, პერსპექტივა. თუმცა ის სისტემა, რომელიც საქართველოში დაინერგა და წლიდან წლამდე ფაქტობრივად უცვლელია, რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რა პირობებშიც ევროპული სკოლები ფუნქციონირებენ. ერთ-ერთი მაგალითია ფინეთი და იქ არსებული სასკოლო განათლების სისტემა, რომელზეც ამ ქვეყანაში მოღვაწე ქართველი პედაგოგი დალი კლემენტიდესი სოციალურ ქსელში წერს.
10. ”ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – მიხეილ ლომთაძე
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი გაზეთის ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი.