დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. „რომ შემეძლოს, საქართველოს ბანკს იაპონიაში გადავიტანდი“ - ბლიც-ინტერვიუ სულხან გვალიასთან
2021 წლის მთვარი მიღწევების, სამომავლო გეგმების და საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ „კომერსანტთან“ ბლიც-ინტერვიუში „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ სულხან გვალიამ ისაუბრა.
2. 2020 წელს საქართველოში 1000 კოვიდინფიცირებულიდან 11 იღუპებოდა წელს - 16-ზე მეტი
საქართველოში 2021 წელს არა მხოლოდ კოვიდით გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, სიკვდილიანობის კოეფიციენტიც მკვეთრადაა გაზრდილი.
3. სემეკმა მომხმარებლებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მლნ ლარის დავალიანება ჩამოაწერა
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან კომისიის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის გეგმები წარადგინა. მისი განმარტებით კომუნალური ტარიფების ზრდა არ იგეგმება.
4. დიდ დიღომში 24-სართულიანი მრავალფუნქციური კომლექსი შენდება
დიდ დიღომში 7 532 კვ.მ ფართობზე მრავალფუქნციური კომლექსი შენდება. პროექტით გათვალისწინებულია საოფისე და საცხოვრებელი ობიექტის მოწყობა, რომელიც შედგება 24 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართულისგან.
5. 2021 წელს შიდა ბაზარზე გაყიდვების 50%-იანი კლებაა, ბიზნესს სწორება ექსპორტზე აქვს - ,,შუხმან ვაინი“
რთული და პანდემიით გამოწვეული სიძნელეების მიუხედავად, კომპანია ,,შუხმან ვაინის“ საქმიანობაში მიმდინარე წელი, 2020 წელთან შედარებით, აშკარად უკეთესია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლებს რომ დაუბრუნდეს, ბიზნესს დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება.
6. 11 შეუმდგარი აუქციონი - ეკონომიკის სამინსიტრომ 563 991 კვ/მ მიწის ნაკვეთი ვერ გაიყიდა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. N88-ის მიმდებარედ არსებული 563 991 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ისევ ვერ გაიყიდა. 14 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონი წარუმატებლად დასრულდა.
7. ციტრუსის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა
მიმდინარე წელი ციტრუსის ექსპორტისთვის წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ საექსპორტო მაჩვენებლები გაზრდილია, ევროპულ ბაზრებზე ქართულმა მანდარინმა პოზიციები გაიუმჯობესა.
8. რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?
რას ჭამდნენ ძველი ქართველები, რა ჰქონდათ სადილად თუ ვახშმად, რას თესავდნენ და რას აცხობდნენ? როგორც ექსპერტები ამბობენ, იმ პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა ყოველდღიურ რაციონში შედის, სულ რაღაც საუკუნის წინ არც იშოვებოდა.
9. უცხოეთში ვაქცინირებულ საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ
უცხოეთში ვაქცინირებულ საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ – ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
10. რუსეთმა ავიაკატასტროფების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა
რუსული პროფილური გამოცემის „სამხედრო-სამრეწველო კურიერის“ მონაცემებით, 2021 წელს რუსეთში 31 ავიაკატასტროფა დაფიქსირდა. სტატიის ავტორები 40-ზე მეტ ავია ინციდენტს განიხილავენ, რომელთაგან 24 შემთხვევაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.