დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-11 21:00:42

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. 71%-ით გაზრდილი ხელფასები და სალიკვიდაციო ა(ა)იპ-ებში დახარჯული 62 მლნ ლარი

2014–2019 წლებში მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა 61.5 მლნ ლარი დახარჯეს ა(ა)იპ-ებში, რომლებიც შემდეგ გაუქმდა.

 

 

2. რატომ ვერ გაიაფდება მედიკამენტები - რა ხარვეზია ღარიბაშვილის ინიციატივაში

ანდაცვის სფეროს სპეციალისტების განცხადებით, პრობლემა არა წამლის ფასი, არამედ მონოპოლიური ბაზარია, რის გამოც საქართველოში მედიკამენტები არ იაფდება. ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ.

 

 

3. ამერიკა და რუსეთი ვერ შეთანხმდნენ

ჟენევაში ჩატარდა პირველი ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

 

 

4. გაზსაცავის მშენებლობა ელენერგიის იმპორტს დაახლოებით 70%-ით შეამცირებს


საქართველოში გაზსაცავის პროექტის განხორციელებით ენერგეტიკოსები დიდ სარგებელს ელიან. ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, დარეგულირდეს ქართულ ბაზარზე გაზის მიწოდება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული მარაგი შეიქმნება.

 

 

5. თბილისელი პენსიონერები მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერებს დღეიდან მიიღებენ

მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

6. როგორ არ უნდა დარჩეს მთავრობისეული „ბიზნესის მხარდაჭერა“ მხოლოდ გზავნილად

მთავრობის მეთაურის განცხადებას, რომ ბიზნესის საქმიანობას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი და ბარიერები მოიხსნას, სპეციალისტების ნაწილი სკეპტიკურად აფასებს. ექსპერტები თვლიან, რომ  ბიზნესი არასწორად ვითარდება.

 

 

7. კახა კალაძე: მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლების დაპირება შესრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ეხებოდა, შესრულებულია.

 

 

8. ე.წ. სამხედრო ქალაქში პარკი მოეწყობა

ე.წ სამხედრო ქალაქში პარკი მოეწყობა. დედაქალის მერიამ არსებული ტერიტორიის რეკრეაციულ სივრცედ განვითარების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

 

 

9. მერიამ მეტეხის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. დედაქალაქის მთავრობამ 1 650 168 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება რამდენიმე საათში დასრულდება, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი კომპანია დაიწყებს ისტორიული ხიდის რეაბილიტაციას.

 

 

10. საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი... რომელი იქნება შემდეგი?

ყაზახეთში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ ცხოვრების ჩვეულებრივი ტემპი ჯერ არ აღდგენილა. 11 იანვრის მდგომარეობით 164 ადამიანია მოკლული. 300-ზე მეტი დაჭრილი და 10 000-მდე დაკავებული.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up