დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-12 21:00:39

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ავთანდილ წერეთელი და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

 

 

2. მილიონიანი ტენდერი, გასაიდუმლოებული კვლევა და არარეალურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები - ანაკლიის პორტის გეგმები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. უწყება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებასა და სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შესყიდვას გეგმავს.

 

 

3. გაძვირდება თუ არა პური - ფასის შენარჩუნების ყველა რესურსი თითქმის ამოიწურა

თბილისსა და რეგიონებში პურის ფასი მწარმოებლებს ფაქტობრივად ხელოვნურად უჭირავთ. ამის მიზეზი ხორბლის გაძვირებასთან ერთად, ენერგომატარებლების გაზრდილი ტარიფებია, რასაც ბიზნესი უკვე რთულად უმკლავდება.

 

 

4. კოვიდ დადებითი მძღოლის გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შავი სიაში მოხვდა


კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა, 2020-21 წლებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესიც. საქართველოს მთავრობის მიერ გადადმული ნაბიჯებით კერძო სეტორმა  ეკონომიკური მაჩვენებლები გამოსწორდა, თუმცა დაწესებული შეღავათები ყველა ბიზნეს ოპერატორის არ შეხებია.

 

 

5. ბაკურიანშიც და გუდაურშიც Inn group-ის სასტუმროები 100%-იანი დატვირთვით მუშაობს

გასული ზამთრის თითქმის ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ 2021–2022 წლების სეზონზე მთის კურორტებზე მაღალი აქტივობა შეინიშნება. „კომერსანტს“ „ინნ ჯგუფის“ PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ უთხრა, რომ როგორც “ბაკურიანი ინნ“ , ასევე “გუდაური ინნ“ სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობს.

 

 

6. საქართველოში აზარტული თამაშების არალეგალური საიტების გამოჩენის საფრთხე დგება

ფინანსისტების განცხადებით, სათამაშო ინდუსტრიისთვის დაწესებული აკრძალვები ბიზნესის ნაწილს ჩრდილში გადაიტანს. გარდა იმისა, რომ ქართველი მოთამაშეები უცხო ქვეყნების სახელით ითამაშებენ, დიდი საფრთხეა, რომ არალეგალური საიტები მომრავლდეს.

 

 

7. “ბილაინი“ სტანდარტულ სასაუბრო ტარიფს აძვირებს

„ბილაინის“ აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის პირობებში ცვლილება შედის. 7 თებერვლიდან 1 წუთის ღირებულება ყველა ადგილობრივ ქსელთან სასაუბროდ 4 თეთრით, 14 თეთრამდე იზრდება.

 

 

8. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას ვალი, ინფლაცია და გლობალური უთანასწორობა შეაფერხებს - საქართველოს ეკონომიკა 5-5,5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკი პანდემიის პირობებში გლობალური ეკონომიკის აღდგენის მხრივ, თავის ახალ განგარიშში 3 ძირითად დაბრკოლებას ასახელებს. ბანკის ანალიტიკოსების აზრით, ეს დაბრკოლებებია ვალი, ინფლაცია და გლობალური უთანასწორობა.

 

 

9. თხილის მოსავლის თითქმის 70% ექსპორტირებულია

2021 წელი თხილის ექსპორტისთვის მეტნაკლებად სტაბილური აღმოჩნდა. ამ დროისთვის მოსავლის დაახლოებით 60-70% ექსპორტირებულია და პროდუქტი სრულად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიყიდება.

 

 

10. საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი აცრილი 70-74 ასაკობრივ ჯგუფშია

ომიკრონის შტამს საქართველო მოუმზადებელი ხვდება. 12 იანვრის მონაცემებით 2 დოზით 1,179 მლნ ადამიანია აცრილი, სრული მოსახლეობის 31.9%, ბუსტერ დოზით კი მხოლოდ 86 ათასი (9 იანვრის მდგომარეობით) - მოსახლეობის 3.2%.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up