დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. 9 VS 9 - რა გაკეთდა 2004-2012 და რა 2013-2021 წლებში
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წელი შესრულდა, ზუსტად იმდენი, რამდენ ხანსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობა გაგრძელდა. როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდში უკეთეს ეკონომიკურ განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლესა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას იჩემებენ.
2. შემცირებული საპროცენტო განაკვეთები და გაზრდილი კონკურენცია - რას შეცვლის საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშე
მიკრობანკების კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაასრულა და ის პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. საქართველოს საფინანსო ბაზარზე პირველი მიკრობანკი, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გაჩნდება, რომელიც გარდამავალი ორგანიზაცია იქნება მიკროსაფინანსოსა და კომერციულ ბანკს შორის.
3. უმდიდრესი ქართველის გზა ბნელი 90-იანებიდან ფინტექის მწვერვალებამდე
საქართველოში პოპულარობის მოპოვება არც ისე რთულია, რთულია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და სხვა არაფერი გაინტერესებდეს. არსებობს ადამიანი რომელმაც ეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეძლო. კაცი სპორტული ფეხსაცმელებითა და თავისუფალი სტილით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, თურმე არსებობს ქართველი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული აქვს.
4. ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 000 ტონაა
ციტრუსის მოსავალი 2021 წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 20 000 ტონით გაიზრდება. როგორც ,,კომერსანტს“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წლევანდელ სეზონზე დიდ იმედს ამყარებენ, რადგან მოსავლის რაოდენობა მეტია და ექსპორტის მიმართულებითაც მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
5. სექტემბერში ტურიზმმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 39% შეადგინა
სექტემბერში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 363%-ით 247 ათასამდე გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 73%-ით ნაკლებია.
6. განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობისა და ოპერირების პრობლემატიკა საქართვერლოში
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობისა და ოპერირების პრობლემატიკაზე ისაუბრეს.
7. დავით სერგეენკო სიკვდილიანობის შესამცირებლად არავაქცინირებულებისთვის დამატებით შეზღუდვებს აანონსებს
პარლამენტის წევრმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ აცრებისა და პირბადის სწორად ტარების მნიშვნეობაზე ისაუბრა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნის მისაღწევად ისეთი შეზღუდვები დააანონსა, რომლებიც მხოლოდ არავქცინირებულებზე გავრცელდება.
8. „საგარეო ვალის წილი მთლიანი ვალის პორტფელში 4 წელიწადში სასურველია 60%–მდე ჩამოვიდეს“ - კაკაურიძე კოვზანაძეს
„სასურველი პოზიცია 40%–თან არის, მაგრამ მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში გვექნება, რომ 60%–მდე ჩამოვიდეს საგარეო ვალის წილი მთლიანი ვალის პორტფელში“, — ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.
9. აფხაზეთი მორიგი ენერგოკრიზისის მოლოდინშია
აფხაზეთში 2 დღის მანძილზე ენერგომომარაგებაში სერიოზული შეფერხებები იყო - ენერგოკომპანია „ჩერნომორენეგრო“-ს პრეს-მდივნის ალხას გაგულიას თქმით, გათიშვების მიზეზი გახდა ავარია გალის რაიონში მდებარე გადამცემ ხაზ „შეშელეთი-1“-ზე.
10. იტალიაში აუცრელებს მუშაობის უფლება ჩამოართვეს
იტალიაში უკვე თითქმის არაფრის კეთება არ შეიძლება ვაქცინირების სერტიფიკატის გარეშე - აუცრელი მოქალაქეებისთვის ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე რადიკალური შეზღუდვა 15 ოქტომბერს შევიდა ძალაში და ის 23 მლნ ადამიანს - ყველა დასაქმებულს შეეხო. ყველას, ვინც კორონავირუსი ახლახანს არ გადაიტანა და ვაქცინირებას არ გაიარა, სამსახურში სიარული ეკრძალებათ.