დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-27 21:00:11

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. მმართველი პარტიის მხარდაჭერთა 51% ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში სიღარიბე გაიზარდა

NDI-ის კვლევის თანახმად საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემად სიღარიბე სახელდება. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 51%-იც აღიარებს, რომ ამ მიმართულებით ბოლო 10 წელიწადში მდგომარეობა გაუარესდა.

 

 

2. მომატებულმა ინფიცირების მაჩვენებელმა ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალიანობა რამდენიმე მილიონით გაიზარდა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამთა ყიფიანი აცხადებს, რომ ასეთი მაღალი მომართვიანობა არცერთი შტამის დროს დაფიქსირებულა. მისი თქმით, კომპანია ყოველდღიურად  ამატებს ოჯახის ექიმებს, რათა ყველა დაზღვეულის მომსახურება შეძლონ.

 

 

3. რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა საქართველოში იმპორტსა და ფულად გზავნილებზე აისახება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი ომი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უკრაინასა და რუსეთთან სერიოზულად დააზარალებს.

 

 

4. „მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, თავად შეიზღუდონ გეგმური ამბულატორიული მომსახურების ჩატარება“ – სადაზღვევო კომპანიები დატვირთვის ზღვარზე

სადაზღვევო ასოაციაციაში განმარტავენ, რომ თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა გაგრძელდა, შესაძლოა რეგულაციის მიღება სამინისტროს მხრიდან საჭირო გახდეს და ამბულატორიულ სერვისები ქვეყანაში დროებით შეჩერდეს.


 

 

 

5. NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სიღარიბე #1 პრობლემაა

NDI-ის კვლევის თანახმად საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემად ეკონომიკური გაჭირვება სახელდება, რასაც ტერიტორიული მთლიანობა და განათლების ხარისხით უკმაყოფილება მოსდევს.

 

 

6. „თავისი თავხედური ულტიმატუმით დასავლეთისთვის ნასროლი ბურთი პუტინს უკან დაუბრუნდა“ - კახა ლომაია

„თავისი თავხედური ულტიმატუმით დასავლეთისთვის ნასროლი ბურთი პუტინს უკან დაუბრუნდა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ის რაც პუტინს უკან დაუბრუნდა, ბუმერანგს უფრო ჰგავს.

ასე თუ ისე, წრე შეიკრა“, — წერს კახა ლომაია.

 

 

7. „რეფორმერ ფიტნესი“ რეგულაციებზე უარს ამბობს - დარბაზში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშეა შესაძლებელი

მიუხედავად იმისა, რომ სპორტ-დარბაზებში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშე აკრძალულია, „რეფორმერ ფიტნესში“ ეს შეზღუდვა არ მოქმედებს.

 

 

8. Charles Rullo - ქართული ოთხნახადი ჭაჭა შავი სტაფილოს არომატით და ფერით

Charles Rullo (ჩაკ რულო), იგივე ჩაკი, ქართულ ბაზარზე პანდემიურ პერიოდში გამოჩნდა და მალევე მიიქცია ყურადღება.  ჭაჭის ქართული ბრენდი სულ 1 წელია, დახლებზეა, მაგრამ მომხმარებელთა საკმაოდ ფართო წრე შეკრა და ბოლო დროის ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული სასმელია.

 

 

9. მსოფლიოში TOP5 უძვირესი ბრენდიდან ყველა ამერიკულია

სულ სიაშია 500 ბრენდია და ყველაზე ძვირი ბრენდების ხუთეული მთლიანად ამერიკულია - მასში შევიდნენ Apple ($355 მლრდ. +35%), Amazon ($350 მლრდ.,, +37%), Google ( $263 მლრდ +37%), Microsoft ($184 მლრდ, +31%), და მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელი, ამერიკული Walmart ($112 მლრდ. +20,5%).

 

 

10. Washington post: ამერიკული გაზი ევროპას ვერ უშველის

მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საზღვართან თავს იყრის, მოსკოვმა ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა. რუსეთიდან მიწოდებული საწვავი ჯერ საკმარისია ელექტროსადგურების მუშაობისთვის და სახლების გათბობისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ გაზზე ფასის ზრდა შეაჩეროს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up