დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-02-23 21:00:51

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

1. „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი - ნაწილობრივ კარგია, ნაწილობრივ ორიგინალური, თუმცა...“

2022 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2 მილიარდ 63 მილიონ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით 32.37%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.84% შეადგინა.

 

2. ხორბალი იაფდება - რუსეთს მარცვლეული ჩაუწვა

სურსათის გლობალური გაძვირების ფონზე ხორბალი ჯერჯერობით იმ პროდუქტების უიშვიათეს რიგს მიეკუთვნება, რომელიც იაფდება. ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტია, რის გამოც  საზღვაო აკვატორიაში ტვირთების გადაზიდვა თითქმის შეჩერებულია.

 

3. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - „კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სსე-ის ახალი ხელმძღვანელი გიორგი გიგინეიშვილი წარადგინა.

 

4. შემცირებული ფასი და საინვესტიციო ვალდებულებები - ყოფილი წმ. მიქაელის საავადმყოფო 60%-იანი ფასდაკლებით იყიდება

საქართველოს მთავრობა ყოფილი წმ. მიქაელის სახელობის საავადმყოფოს გაყიდვას მეხუთედ ცდილობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამჯერად 60 პროცენტიანი ფასდაკლებით 16 მლნ ლარად იყიდება.


 

5. „წილი ნაყარია. ჭეშმარიტების მომენტი დადგა. ყველაფერი ახლა იწყება“ – კახა ლომაია უკრაინის თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის და ზოგადად ამ ფონზე შექმნილ გლობალურ გეოპოლიტიკურ ძვრებს აანალიზებს ვრცელ პოსტში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

 

6. უკრაინა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

უკრაინაში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ოკუპირებული რეგიონების გარდა უსაფრთხოების საბჭომ 30 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაუჭირა მხარი, გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რადას თანხმობაა საჭირო.

 

7. უკრაინა მოსახლეობისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზებას გეგმავს

უკრაინა მოსახლეობისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზებას გეგმავს. რადა კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივას მხარს თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვიც უჭერს.

 

8. 1–ლი მარტიდან სათამაშო ბიზნესი შემოსავლის 20-25%–ს დაკარგავს და 3500-დან 5000–მდე თანაშმრომელს დაითხოვს

„უკვე შეინიშნება ექაუნთების ანუ პირადი ანგარიშების გაქირავების შემთხვევები, ასევე გამოჩნდნენ ე.წ. ხელზე მაზავშიკები, ისევე როგორც ეს საქართველოში 20-25 წლის წინ ხდებოდა და ქვეყანა უკონტროლო აზარტულ თამაშებში იყო ჩართული“.

 

9. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის ტენდერი ჩაიშალა

ოთხი წლის წინ ჩამონგრეული მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია გადავადდა. 18 იანვარს გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. 7 057 389 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა არ შედგა.

 

10. ნახევარ მილიარდიანი ხანძარი – ატლანტიკის ოკეანეში ათასობით Bentley და Lamborghini იწვის

სატვირთო ხომალდზე Felicity Ace, რომელსაც თითქმის 4 000 ერთეული ძვირფასი ავტომობილი გადაჰქონდა გერმანიიდან აშშ–ში, ხანძარი რამდენიმე დღე მძვინვარებდა. დამწვარი ავტომობილების ფასმა შეიძლება $500 მლნ–ს მიაღწიოს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up