დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. დავით ზალკალიანი აშშ–ში საქართველოს ელჩად ინიშნება, საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილს ილია დარჩიაშვილი დაიკავებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
2. „საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი
„საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ“ ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში მთავრობა შეიმუშავებს მოდელს, რომელსაც ბიზნესს შესთავაზებს.
3. 11.8%-იან ინფლაციაში მეტროთი მგზავრობის გაძვირებული ტარიფი ჯერ არ ასახულა
საქართველოში უკვე მეცხრე თვეა, რაც წლიური ინფლაციის განაკვეთი ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს აღწევს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, სამომხმარებლო ფასები მარტშიც 11.8%-ით გაიზარდა.
4. საქართველოდან ევროკავშირში ლოკოკინების პირველი პარტია გავიდა - International Institution of Heliciculture
როგორც „კომერსანტს“ კომპანია International Institution of Heliciculture in Tbilisi-ს გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელმა ლაშა რობაქიძემ უთხრა, 3 ტონამდე ცოცხალი ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე იტალიაში უკვე გაიგზავნა.
5. Volkswagen რუსეთში თავისი ქარხნების მომარაგებას საქართველოს ტერიტორიიდან გეგმავს
Volkswagen–ის ქარხნებმა რუსეთის ქალაქებში კალუგასა და ნიჟნი ნოვგოროდში მუშაობა შესაძლოა 2022 წლის ივნის–ივლისში განაახლონ. ამის შესახებ „ვედომოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
6. რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე მომუშავე მეღვინეები დიდ გაურკვევლობაში არიან
რუსეთის ბაზრებზე მომუშავე ქართველი მეღვინეებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საკმაოდ რთულია. ღვინის ექსპორტიორები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის გამო ექსპორტი ისედაც შეუძლებელია, მაგრამ ვერც რუსეთის ბაზარზე გააქვთ მაღალი რისკის გამო, ამიტომ მოლოდინის რეჟიმში არიან.
7. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსეთთან სახმელეთო საზღვრებსაც კეტავენ
პოლონეთი და ბალტიის სამივე რესპუბლიკა საჰაეროს შემდეგ, რუსეთთან და ბელარუსთან სახმელეთო საზღვრებსაც კეტავენ. ინფორმაციას ამის შესახებ unian.net უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მუსტაფა ნეიმის ტელეგრამში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
8. კომპანია ,,მარნისკარი“ რუსეთის ბაზარზე ღვინის რეალიზაციის გაორმაგებას პროგნოზირებს
რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა და ფასიც მოიმატებს. მას შემდეგ, რაც ევროპის უმეტესმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა და ეკონომიკური კავშირები შეაჩერა, ქვეყანაში დეფიციტის სერიოზული რისკია.
9. თურქეთში ინფლაციამ 60%-ს გადააჭარბა
ინფლაციის მხრივ რეგიონში ყველაზე მძიმე ვითარება თურქეთში ნარჩუნდება, სადაც სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა, ძირითადად სურსათისა და ენერგორესურსების გაძვირების გამო 61%-ს მიაღწია.
10. World of Tanks-ის შემქმნელი ბელარუსული კომპანია რუსეთიდან და ბელარუსიდან გადის
პოპულარული კომპიუტერული თამაშის World of Tanks კომპანია Wargaming რუსეთისა და ბელარუსის ბაზრებზე საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.