დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-05-17 23:00:31

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

1. რიზე-ართვინის აეროპორტს ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტების კონკურენტად არ განიხილავენ

„გამოვრიცხავ, რომ ახალი აეროპორტის გახსნამ თბილისის, ბათუმის ან ქუთაისი მგზავრთა შემოდინება-გადინებაზე უარყოფით გავლენა იქონიოს“, - ასე აფასებს ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი, ბათუმიდან 80 კილომეტრში, შავ ზღვაზე ახალი აეროპორტის გახსნას.

 

 

2. ბენზინისა და დიზელის იმპორტი და მოხმარება შემცირდა

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ტენდენცია შეიცვალა და ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა იმპორტი და მოხმარება იკლებს (–1,8%).

 

 

3. ევროპაში ხორბლის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ევროპის ბაზარზე ხორბლის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ტონაზე 438,25 ევრო შეადგინა. ამის შესახებ Agency France Press წერს.

 

 

4. რუსეთიდან ფულადი გზავნილების 300%–იანმა ზრდამ ლარი გაამყარა

პაატა შეშელიძის შეფასებით, გადმორიცხვების რეკორდული ზრდა მაინც და მაინც შავი ფულის შემოდინებას არ გულისხმობს და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეები ფულის შესანახად უფრო სანდო ადგილს ეძებენ.


 

 

5. ლევან დავითაშვილი: „განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება“.

 

 

6. საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელი რუსეთიდან შემოდის

ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 83,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,1%-ს შეადგენს.

 

 

 

7. აუდიტმა დარღვევები ექვს სამინისტროში აღმოაჩინა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების მიხედვით, 6 სამინისტროში დაფიქსირდა მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.

 

 

 

8. 2020 წელს სამინისტროების უმრავლესობაში ინვენტარიზაცია არასრულყოფილად ან საერთოდ არ ჩატარებულია - სახელმწიფო აუდიტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების მიხედვით, სამინისტროების უმრავლესობაში ფინანსურ ანგარიშგებაში აღურიცხავი ან ნულოვანი ღირებულებით აღრიცხული აქტივებია ასახული, ასევე ასახულია ისეთი აქტივები რომლებსაც არ ფლობს ან არ განკარგავს სამინისტრო.

 

 

9. გელა ხანიშვილი: საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება დაცულია

„როდესაც  24 თებერვალს  ომი  დაიწყო,  25 თებერვალს  ჩვენ უკვე  შევკრიბეთ  ხალხი,  ეს არის  იმპორტიორები,  სავაჭრო ქსელები,  დიდი  და მცირე  ასოციაციები და მათთან მუდმივი კოორდინაცია გვაქვს და  მუდმივად ვაკონტროლებთ  ქვეყანაში მარაგებს და  შეიძლება  ითქვას, რომ საქართველოს  სასურსათო  უსაფრთხოება  დაცულია“.

 

 

10. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 122 მლნ გირვანქა სტერლინგით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.636 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 122 მლნ-ით მეტი. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up