დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-19 21:00:05

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელმა 2020 წელი 31 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

ევექსი ჰოსპიტლების ქსელის შემოსავალი ჯანდაცვის მომსახურებიდან 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 33 მლნ ლარით - 255 მლნ-მდე შემცირდა, ხარჯების ზრდის შედეგად კი 29 მლნ-იანი მოგება 31 მლნ ლარით შეიცვალა.

 

 

2. საკრედიტო ბარათების გამოშვება წლიურად 4%-ით შემცირდა, ხოლო სადებეტოსი 3%-ით გაიზარდა - როგორ შეიცვალა საგადახდო ბარათების დინამიკა

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა გაიზარდა. 2021 წლის მარტის თვის მდგომარეობით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობამ თითქმის 6.8 მილიონი ერთეული შეადგინა.

 

 

3. ფრანგული „მონკლერის“ თანამშრომლობა ქართულ სამკერვალოსთან გადაიდო - „ხელშეკრულება დადებულია, მაგრამ საბოლოო პასუხს თვეებია ველოდებით“

ქართული სამკერვალო კომპანია „იმერი“ ფრანგულ ბრენდ „მონკლერთან“ თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს. თუმცა, როგორც „კომერსანტს“ კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ზაზა გვენეტაძემ უთხრა, ფრანგულ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია, აუდიტიც გავლილია, მაგრამ პანდემიის გამო პარტნიორებისგან საბოლოო პასუხის მიღება ვერ მოხერხდა და შეკვეთების დაწყებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

 

4. სიმინდის მოსავალი შემცირდა, ხარისხი - გაუარესდა


დასავლეთ საქართველოში სიმინდის მოსავალი, 2020-თან შედარებით, შემცირებულია. ამის მიზეზად სექტორის წარმომადგენლები გურიასა და სამეგრელოში უამინდობას ასახელებენ და ამბობენ, რომ გაზაფხულზე გვალვების, შემდეგში ზაფხულის ხშირი წვიმების გამო მოსავალი ნაკლებია და ხარისხიც გაუარესებულია. 

 

 

5. იანვარ-სექტემბერში ჩინეთში ექსპორტი $122 მლნ-ით გაიზარდა

ექსპორტის მოცულობა პირველ სამ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით $2.981 მლრდ-მდე, სექტემბერში კი 13%-ით $374 მლნ-მდე გაიზარდა. გასული წლის მსგავსად, საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს წელსაც ჩინეთი იკავებს.

 

 

6. პარლამენტი ხელოსანთა ლიცენზირების საკითხს განიხილავს

როგორც წინადადებაშია აღნიშნული, დროა ვიფიქროთ შემდეგ საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხს. წინადადების ავტორის აზრით, უნდა მოხდეს დაქვემდებარება თუნდაც თბილისის მერიაში ხელოსანთა აღრიცხვიანობის ან/და ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში.

 

 

7. საწვავის იმპორტი 9 თვეში 57%-ით გაიზარდა

იმპორტის მოცულობა პირველ სამ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.6%-ით $7.028 მლრდ-მდე, ხოლო სექტემბერში 23.5%-ით $926 მლნ-მდე გაიზარდა. TOP 5 საიმპორტო პროდუქციიდან ყველაზე მეტად 57%-ით $576 მლნ-მდე ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა.

 

 

8. ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი კომპანიის „ჯეო მულჩის“ წარმოება პანდემიამ 30%-ით შეამცირა

შპს ,,ჯეო მულჩის“ (Geo Mulch LLC) საქმიანობა პანდემიური პერიოდისას საგრძნობლად შეფერხდა. გარდა იმისა, რომ მოთხოვნამ იკლო, შემცირდა წარმოებაში დასაქმებულთა რაოდენობაც, ფაქტობრივად განახევრდა. ამ მდგომარეობამ, როგორც ,,ჯეო მულჩის“ დამფუძნებელი მიხეილ მესტვირიშვილი განმარტავს, შეიცვალა ექსპორტთან დაკავშირებული გეგმაც, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ წარმოება გააფართოონ და როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში დანერგონ მულჩირების კულტურა.

 

 

9. რისთვის მიიღეს 2021 წლის ნობელი ეკონომისტებმა?

2021 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია 3-მა მეცნიერმა - დევიდ კარდმა, ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა „მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევის მეთოდოლოგიური ანალიზისთვის“ მიიღეს.

 

 

10. Bloomberg: ევროპას ცივი ზამთრისგან OPEC ვერ იხსნის

წარმოუდგენლად მაღალი ფასები გაზზე, ნახშირზე და ელექტროენერგიაზე მსოფლიოში, და პირველ რიგში ევროპაში, ნავთობზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა, უახლოეს თვეებში შავი ოქროს მოპოვების ზრდა მოსალოდნელი არ არის - ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს დღევანდელზე მეტად ის აწუხებთ, რაც შესაძლოა ხვალ-ზეგ მოხდეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up