დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-21 21:00:34

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. სებ-ი სავალუტო რეზერვების 80%-ის ქვეყნის გარეთ დაბანდებით ბიზნესს სახსრების დოლარში შენახვისკენ უბიძგებს - დედოლარიზაციის ბუნდოვანი პერსპექტივა

„საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დოლარიზაციის მაღალი დონეა. რომ არა ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, დღეს უფრო მძიმე ვითარების წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჯამურად ეკონომიკა უფრო დიდ ზარალს მიიღებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკურის პირების სესხების გაზრდილი ლარიზაცია“

 

 

2. ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა 100-ჯერ დაბალია - 0.0026%

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდმა მოსახლეობის 0.26% - 9588 ადამიანი იმსხვერპლა. აცრილებში ეს მაჩვენებელი 100-ჯერ ნაკლებია და 0.0026%-ს შეადგენს, 900 ათასი აცრილიდან - 23-ს. თეორიულად საქართველოს ვაქცინა 1.5 წლის წინ რომ ჰქონოდა და მთელი მოსახლეობა აცრილიყო, დღეს პანდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა 100-ჯერ ნაკლები 96 ადამიანი იქნებოდა და 9493 სიცოცხლე გადარჩებოდა.

 

 

3. კერძო საპენსიო ფონდებს ძალიან გაუჭირდებათ სახელმწიფო საპენსიო სააგენტოსთან კონკურენცია - ლევან სურგულაძე

მთავრობა კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის მხარდაჭერისთვის ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღებას გეგმავს და შესაბამისი კანონპროექტიც უკვე შემუშავებულია, თუმცა დეტალურად თუ რას მოიცავს ის, ჯერჯერობით უცნობია. ეკონომიკის სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად ამუშავებს იმ ცვლილებებს, რომლის ვალდებულება საქართველომ EU-სთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.

 

 

4. სასათბურე მეურნეობებში პროფესიული კადრების მწვავე დეფიციტია

ბოლო პერიოდში სასათბურე მეურნეობების მიმართ ინტერესი გაზრდილია, თუმცა დარგის განვითარებას მაღალი თვითღირებულება და კადრების დეფიციტი აფერხებს.  როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სახელმწიფოს ხელშეწყობით რამდენიმე პროექტი განხორციელდა, მაგრამ არასაკმარისია იმისთვის, რომ სასურსათო თვითუზრუნველყოფის  პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს და იმპორტზე დამოკიდებულობა შეამცირონ.


 

 

5. ათასობით თბილისელი ზამთარში სიცოცხლისთვის საშიში გაზის ღუმელებით თბება

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გაზზე მომუშავე მოწყობილობების უსაფრთხოების თემა გააქტიურდა.  ,,თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და არ გამოიყენონ ღია წვის კამერიანი გაზის მოწყობილობა დახურულ სივრცეებში, რაც უბედური შემთხვევის მთავარი გამომწვევი მიზეზია.

 

 

6. თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა.

 

 

7. „საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან დაკავშირებული ახალი სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროვება მოითხოვა.

 

 

8. უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირების შეჩერებას ამაოდ ცდილობს

უკრაინის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ნაფტოგაზ-უკრაინას“ გენერალურმა დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ ოფიციალურად მოითხოვა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის უფლება.

 

 

 

9. რა ღირს ფეიხოა და როგორია პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი

დასავლეთ საქართველოში ფეიხოას მოსავლის აღება იწყება. EastFruit-ის ცნობით, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის ფერმერები წლევანდელ სეზონზე დაბალი მოსავლისა და მაღალი ფასების გამო შეშფოთებული არიან.

 

 

 

10. The Times: ლუკაშენკო გერმანია-პოლონეთის საზღვარზე მიგრაციულ კრიზისს ქმნის

გერმანია-პოლონეთის საზღვარი კოლაფსის პირასაა მისული ბელარუსის პრეზიდენტის მიერ შეგზავნილი ათასობით მიგრანტის მოზღვავების გამო.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up