დღის ტოპ10 საინტერესო სიახლე

დღის ტოპ10 საინტერესო სიახლე

access_time2022-02-08 21:00:14

დღის ტოპ10 საინტერესო სიახლე


1. „ქართუ“ მილიარდერი ბანკების მიღმა - ბანკების დაკრედიტების რეიტინგი

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2021 წელს 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქტივებმა 60 მლრდ-ს, დეპოზიტების მოცულობამ 38 მლრდ-ს და დაკრედიტების მოცულობამ 43 მლრდ-ს. მსხვილი ბანკების გარდა, ზრდა შედარებით მცირე ბანკებმაც აჩვენეს.



2. საქართველოში ბოსტნეულის წარმოება მცირდება, ფასები - მატულობს

2021 წელს ბოსტნეული საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირდა. ამის მიზეზად სპეციალისტები კონკურენციის დაბალ დონეს და მცირე ფერმერული მეურნეობების პრობლემას მიიჩნევენ. როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ბოსტნეული კულტურებით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა 100%-ით დააკმაყოფილოს, მაგრამ რეალურად ამის ნახევარიც  ვერ სრულდება



3.  2.9125 - ლარი შეუჩერებლად მყარდება

ლარი გამყარებას განაგრძობს, სამშაბათს 8 თებერვალს, თბილისის დროით 11:30 სთ-ზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9125 შეადგინა. ბოლო 1 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ით, 1-ლი იანვრიდან დღემდე კი 5.7%-ით გამყარდა.



4. „პაშა ბანკი“ ერთადერთი ზარალიანი ბანკია

2021 წელი წაგებით ქართულ საბანკო სექტორის ერთადერთმა წარმომადგენელმა, „პაშა ბანკმა“ დაასრულა. კაპიტალზე და აქტივებზე უკუგების ნეგატიური მაჩვენებლით ბაზარზე მოქმედი 14 ბანკიდან, მხოლოდ 1 რჩება. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული პაშა ბანკი ბაზარზე 2 ბრენდით არის წარმოდგენილი, ის სწორედ რე/ბანკში ჩადებულ ინვესტიციას ჯერ კიდევ ვერ იბრუნებს.




5. ომიკრონის გავრცელების გამო მესტიაში დამსვენებელთა აქტივობა დაბალია

ომიკრონის ფართო გავრცელების ფონზე, როდესაც ინფიცირების რეკორდულ რაოდენობასთან ერთად დადებითობის მაჩვენებელიც 33%-ზე მეტია, ტურისტული მობილობა მცირდება და ზამთრის კურირტებზე სასტუმროები ცარიელდება.„კომერსანტი“ მესტიაში მდებარე რამდენიმე სასტუმროს დაუკავშირდა, მათ შორის „ბანგურიანს“, „შალე მესტიას”, „ლემი მესტიას” და „ბუდე მესტიას”. 



6. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით რეგიონში მხოლოდ თურქეთი გვისწრებს

თურქეთის შემდეგ, რეგიონში გასული წლის დეკემბერში ყველაზე მაღალი 13.9%-იანი ინფლაცია საქართველოში დაფიქსირდა. 305 დასახელების პროდუქტიდან 264 გაძვირდა. ტენდენცია იანვარშიც შენარჩუნდა. ბოლო 1 წელიწადში ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და კომუნალური მომსახურება გაძვირდა.



7. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება - რა ელის საქართველოს ეკონომიკას გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე

რუსეთ-უკრაინას შორის პიკს მიღწეულმა დაძაბულობამ გლობალურ ეკონომიკას, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობას და ინვესტიციებს  სერიოზული საფრთხე შეუქმნა.გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება, სადაც ამ ფაქტორებთან ერთად, დიდი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელია ფულადი გზავნილების მიმართულებითაც. როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ხომერიკი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, მოსალოდნელია ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების კლება, ასევე საფრთხე შეექმნება ექსპორტს, განსაკუთრებით უკრაინის ბაზარზე, შეიძლება, რაოდენობრივად იკლოს, ხოლო პროდუქცია გაძვირდეს.



8. საწვავის გაძვირებას ვერც ლარის გამყარება შეაჩერებს

ბოლო პერიოდში ლარი ინტენსიურდ მყარდება, თუმცა ამ პროცესის პარალელურად გლობალურ ბაზრებზე ნავთობი ძვირდება. ცოტა ხნის წინ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები აცხადებდნენ, რომ საწვავის გაძვირებისთვის ემზადებოდნენ.  



9. „ვოლვო ქარ კავკასიას“ გაყიდვები ქართულ ბაზარზე გასულ წელს 82%-ით გაიზარდა

,,ვოლვო ქარ კავკასია’’ 2022 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით და ახალი გეგმებით შეხვდა. პანდემიური წლის მიუხედავად, თეგეტა ჯგუფში შემავალმა კომპანიამ გასული წლის მონაცემები 2020-თან შედარებით  მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: ბაზრის წილი საქართველოში 6%, აზერბაიჯანში 2%, ხოლო სომხეთში 8%-ით გაიზარდა. 



10. მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს - მაკრონი ზელენსკის შეხვდა

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს ევროკავშირის ძალისხმევისთვის დონბასში სიტუაციის დარეგულირებისა და უკრაინის ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.





თეგები:
ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up