დღის წესრიგში დგას

დღის წესრიგში დგას "საპარტნიორო ფონდის" ბაზაზე დამოუკიდებელი ფონდის ჩამოყალიბების საკითხი - გუგა ხელაია

access_time2021-12-14 14:25:02

„საპარტნიორო ფონდის“ ფონდის რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გადაწყდეს შვილობილი კომპანიების მის შემადგენლობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ასევე, უნდა რეფორმირდეს მმართველობითი სტრუქტურა და უნდა გადაწყდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში დარჩნენ თუ არა საქართველოს მთავრობის წევრები. - შესაბამისად, დღის წესრიგში დგას დამოუკიდებელი ფონდის ჩამოყალიბების საკითხი“, -ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი ფონდის რეფორმირებისას იქნება მისი დაფინანსების წყაროების განსაზღვრა. „ეს საკითხი აქტუალური გახდა ფონდისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან სახელმწიფოს უშუალო დავალებით განახორციელა 563 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროექტები.

ეს ყველა კარგი და წარმატებული პროექტია. მაგალითად, „გარდაბანი 1“ - თბოელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 230 მეგავატია. ფონდს ეს პროექტი 300 მილიონზე მეტი დაუჯდა. ასევე საგულისხმო პროექტია თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმოს 25 მლნ-იანი პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (ფონდის შვილობილი კომპანია) მიერ, პანდემიურ პერიოდში, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისთვის გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების პროექტი, რამაც ჯამში 209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რა თქმა უნდა, ეს ყველა პროექტი აუცილებლად გასაკეთებელი იყოდა შედგა კიდეც. თუმცა, ამ მიმართულებას გააჩნდა სერიოზული გვერდითი ეფექტიც. კერძოდ - შემცირდა ფონდის შემოსავლები, შემცირდა საბრუნავი კაპიტალი და ახალი ფულით პროექტებში შესვლის შესაძლებლობა. წარმოიშვა დეფიციტი დაფიანანსების ნაწილში, რაც რა თქმა უნდა, რაღაც სხვა შემოსავალმა, ან სხვაგვარმა გადაწყვეტილებამ უნდა დააკომპენსიროს“, - აღნიშნა გუგა ხელაიამ.


მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ, რა ფორმით, რა ფორმატით, რა გრაფიკით, მოხდება ფონდის მიერ უკვე გაწეული ამ დანახარჯების დაბრუნება, ვგულისხმობ მთავრობის დავალებით განხორციელებულ პროექტებში გაწეულ დანახარჯებს. ან მოხდება თუ არა საერთოდ.

„რეფორმირების პროცესში ძალიან საგულისხმო იქნება ისიც, თუ როგორ ხედავს საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის მანდატსა და შესაძლებლობებს პანდემიის ფონზე და შემდგომ უკვე პოსტკოვიდური ეკონომიკის გამოწვევების ჭრილში. ძალიან ბევრმა ქვეყანამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სუვერენული ფონდების პოტენციალს სწორედ ამ კუთხით“, - განმარტა ხელაიამ


Business-partner.ge 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up