დღიური ხელფასი 50 ლარამდე გავზარდეთ, მაგრამ მაინც კადრების დეფიციტია -  თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

დღიური ხელფასი 50 ლარამდე გავზარდეთ, მაგრამ მაინც კადრების დეფიციტია - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

access_time2021-08-25 10:00:00

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ფერმერებს მუშა-ხელის პოვნა უჭირთ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას განცხადებით, მკრეფავებისთვის დღიური ხელფასი 50 ლარამდეა გაზრდილი, თუმცა კადრების დეფიციტია.


მისივე თქმით, წელს თხილის მოსავალი 10 000 ტონით არის გაზრდილი, ფასი კი ამ დროისთვის 3 ლარით იწყება და 7 ლარს აღწევს.


„ნალექიანი ამინდის გამო, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მოსავლის აღება დაიწყო და 20-25%-ზე მეტი მოსავალი არ არის აღებული. საშუალო ხარისხის მშრალი თხილის ფასი დაახლოებით 6 ლარია, რაც შეეხება უმაღლეს ხარისხს, აქ ფასი 7 ლარამდეა, რაც შეეხება დაბალი ხარისხის თხილს, მისი ფასი 3-დან 4 ლარამდეა. აქ საუბარია იმ ფერმერების მოსავალაზე, რომლებმაც სათანადოდ არ მოუარეს და არ შეწამლეს.



რაც შეეხება საექსპორტო თხილს, მისი მოცულობა წელს გაიზრდება. ზოგადად მოსავალს 60 000 ტონამდე ველოდებით მთელს ქვეყნაში. თუმცა, გვაქვს მუშახელის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ დღიური ხელფასი გაზრდილია, მაინც კადრების დეფიციტი გვაქვს. მკრეფავებისთვის დაახლოებით 50 ლარია ამ ეტაპზე ხელფასი. მიზეზებს შორის აუცილებლად იქნება პანდემია, როცა ჯგუფში ერთს უდასტურდება კოვიდი, დანარჩენები ბუნებრივია ვერ იმუშავებენ. მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ალბათ, მნიშვნელოვანი წილი გასულია უცხოეთში, კერძოდ, თურქეთში კრეფაზე, მაგრამ რომ გადაიანგარიშო, თურქეთზე არანაკლები ხელფასი რჩებათ ქვეყნის შიგნით. მოსავლის ზრდა კარგია, მაგრამ ცუდია, როცა მუშახელს ვერ ვშოულობთ მოსავლის ასაღებად“, - აცხადებს თოდუა.


bpn.ge

თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up