უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ქართველი მსახიობისა და მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ვახტანგ კიკაბიძე დიადი ხალხის დიადი კაცი იყო, მეგობარი, რომელიც ყოველთვის მათ გვერდით იდგა.
„ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა. დიადი ხალხის დიადი კაცი. ლეგენდა, რომელსაც ყველა დიდ პატივს ვცემდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.