დიახ, სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ VEON საქართველო ახლა სრულად ქართული კომპანიაა

დიახ, სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ VEON საქართველო ახლა სრულად ქართული კომპანიაა

access_time2022-11-14 14:45:06

ხვიჩა მაქაცარია Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურად Veon საქართველოს (ბილაინი) შეძენის დეტალებზე საუბრობს



თქვენ რამდენიმე თვის წინ „ბილაინის”, იმავე „VEON საქართველოს” 100%-ის მფლობელი გახდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში?!



რაც შეეხება „ბილაინის“ 100%- ის შეძენას, კი ბატონო, ეს ასეა, თუმცა ერთი დათქ­მით და შესწორებით: გარიგება დასრულდა მხოლოდ იმ პერიოდში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას მოიცავს, თორემ რეალურად მოლაპარაკება და საბოლოო შეთანხმება გაცილებით ადრე შედგა, ჯერ კიდევ გასულ წელს და უბრალოდ, საბოლოოდ 2022 წელს გაფორმდა. ფასიც და პირობებიც გამჭვირვალეა, შეგიძლიათ, ნახოთ.



- პირადად თუ გქონიათ კომპანია „Letter One”-ის მეპატრონეებთან პიოტრ ავენთან ან მიხაილ ფრიდმანთან საუბარი ამ გარიგების მსვლელობისას?



 - არა. მოლაპარაკებები მიდიოდა მათ მმართველ და მენეჯერთა ჯგუფთან, რომლებიც ალბათ და შესაძლოა ყველაფერს უთანხმებდნენ. ვერაფერს გეტყვით.



- და, ის მართალია თუ არა, რომ პროცესი „მიყიდე-მომყიდე” წლები გრძელდებოდა „VEON საქართველოსთან“ ანუ „ბილაინთან“ დაკავშირებით? - კი, ეს სიმართლეა. პროცესი სამ თუ მეტ წელიწადს გაიწელა, მაგრამ დასრულდა, როგორც დასრულდა.



- მაგრამ მე ჩემი მკითხველისთვის მაინტერესებს ისტორია, თუ როგორ შემოვიდა რუსული „ბილაინი“ საქართველოში, ანუ კომპანია „ვიმპელკომი“. ამბობენ და ჰყვებოდნენ, რომ ეს მოხდა იმ მიზეზით, რომ „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ ოლიგოპოლიური გარიგებები დასრულებულიყო ბაზარზე.



- არც ეს არის სწორი ინფორმაცია. ამბავი სულ სხვაა და თუ გაინტერესებთ „ბილაინის“ შემოსვლა საქართველოში, ის გაცილებით ადრე იწყება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების სექტორით და სატელეფონო კომპანიის შექმნით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 96-97 წლებში დაინტერესდა.



 „ჩვენი დაინტერესება საკომუნიკაციო ბიზნესით 90-იანი წლების ბოლოსკენ დაიწყო, როცა გავიგე ამ პერსპექტიული მიმართულების შესახებ, რის შემდეგაც საქართველოში შევიძინეთ შესაბამისი სიხშირე ანუ ლიცენზია - ცხადია, თავისი საინვესტიციო ვალდებულებებით (900 MHZ). არ დავმალავ, იმ დროისთვის საწყისი ინვესტიცია საჭირო იყო $20-30 მილიონის ფარგლებში, რაც საკმაოდ რთულად აწევადი იყო ჩემთვის. მოსკოვის საქმიანმა რუტინამ გაწელა დრო, და დამიგვიანდა მეტი ყურადღების დათმობა ამ მიმართულებისთვის. შემდგომ ფორსმაჟორში ჩემს პარტნიორებთან ერთად, დავკონტრაქტდით ამერიკულ-კანადურ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფდა იმ პირველად საბაზისო ინვესტიციებს. დაიქოქა პროცესი, დაიწყო ინფრასტრუქტურული დაგეგმარება, მაგრამ მცირედი დაგვიანება სალიცენზიო პირობებისა მაშინდელმა მთავრობამ და სამინისტრომ არ გვაპატია. უამრავი თხოვნის, ინვესტორების ჩარიცხული თანხების მიუხედავად, სახელმწიფომ უარი გვითხრა, და ლიცენზია ჩამოგვერთვა.


ვერაფერს გავხდი საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ რა გითხრათ... თითქოს ჩარჩენილი დარდივით იყო, რომ ამ მიზნისთვის ჩვენს ჯგუფს მაინც უნდა მიეღწია და მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად შევქმნიდით, ჩამოვაყალიბდებით საკომუნიკაციო კომპანიას. ასე მივადექით კომპანია „ბეტაკომს”, რომლის ბაზაზეც შემდგომ აშენდა რეალობა, სადაც მოვიპატიჟეთ რუსული კომპანია „ვიმპელკომი“, რომელსაც იმ პერიოდში უკრაინული მენეჯმენტი მართავდა. ვიდრე ახალ ინვესტორთან შეთანხმება შედგებოდა, მანამდე ავიღეთ დამატებით ახალი ლიცენზიები და მომზადდა ყველაფერი უკვე „ვიმპელკომის” შემოსაყვანად, სადაც ვერ შევთანხმდით და 51% ჰქონდა „ვიმპელკომის“ მხარეს. ასე იწყება და გრძელდება, ვისაც სიმართლე აინტერესებს, „ბილაინის“ ისტორია, რომელმაც საქართველოში დასაწყისში $150 მლნ-ის ინვესტიცია და ჯამურად 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, დაასაქმა ათასობით ადამიანი და გამოზარდა სრულიად ახალი პროფესიონალები დარგისთვის. და ვერ ვხვდები, რა არის ამაში ცუდი? შემდგომ ჩვენი (ქართველი პარტნიორები) მხარე ყიდის თავის წილებს, და მე პირადად 20%-იანი წილით ვიყავი წარმოდგენილი.


მახსოვს, მქონდა გეგმაში, რომ „კავკაზუს ონლაინის” და „ბილაინის“ გაერთიანება მომეხდინა, მაგრამ ამ პროექტზე თავად „ბილაინის“ წარმომადგენლებმა თქვეს უარი. გული მწყდება, რომ ეს არ მოხდა, რადგან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, რომელიც მეგაკომპანიის შექმნას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც არის - ახლა არ არის ამაზე მეტი ფიქრი საჭირო, ზოგადად, ტიპიც ასეთი ვარ, ვცდილობ, სწრაფად გადავშალო და დავივიწყო წარსული, ძველი თემები და ახალი საქმე დავიწყო. მაგრამ წინ ახალი პრობლემა გველოდა - იმ პერიოდში „ვიმპელკომის” ანუ ჩვენი პარტნიორების მთელი აღმასრულებელი გუნდი შეიცვალა, მოვიდა ახალი მენეჯმენტი, დადეს ახალი განვითარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მცირე ბაზრების ქვეყნებიდან გამოსვლას და, ცხადია, მათ შორის მოხვდა საქართველოც. ასე დადგა რეალობა, რომ მათ გადაწყვიტეს საკუთარი აქციების გაყიდვა და 3-წლიანი საკმაოდ რთული მოლაპარაკებების შემდეგ დავხურეთ ეს გარიგება შარშან, შემოდგომის ბოლოსკენ - როგორც გითხარით, ეს არ არის კავშირში რუსეთ-უკრაინის ომთან. პირიქით - ყველაფერი გაცილებით ადრე და დიდხანს მიმდინარეობდა, მიმდინარეობდა საკმაოდ დაძაბულად - მათ შორის ერთმანეთთან საქართველოში და საერთაშორისო სასამართლოებშიც დავები გვქონდა, მაგრამ მოკლედ, დაიხურა, როგორც იქნა, ეს დამღლელი, საკმაოდ ხარჯიანი და დროში გაწელი პროცესი, და ახლა „ბილაინი“ არის 100%- ით ქართული კომპანია, რომელშიც ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელის მომხმარებელს, მათ შორის, ცხადია, ეს ყველაფერი მოხდება კომპანიის მასშტაბური რებრენდინგის ფონზე. 2023 წლიდან ბევრ სიახლეს გაიგებთ „ბილაინზე“ და ჩვენზე საკომუნიკაციო მიმართულებით. გარკვეული პროექტიც შედგა, რომელიც X ინვესტიციების სანაცვლოდ შეძლებს ჩვენი კომპანიის პოზიციების დაახლოებას „მაგთისთან“ და „ჯეოსელთან“.


(NS)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up