ივლისში დიდ ბრიტანეთში ახალი ავტომობილების წარმოება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,6%-ით, 53,438 ერთეულამდე შემცირდა. ეს, ბოლო 65 წლის განმავლობაში, მინიმალური მაჩვენებელია. ინფორმაციას ბრიტანეთის ავტომწარმოებელთა და ავტორეალიზატორთა ასოციაცია (SMMT) ავრცელებს.
ასეთი ვარდნის მიზეზად SMMT კოვიდპანდემიასა და მიკროჩიპების გლობალურ დეფიციტს ასახელებს. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რასაც კონვეიერიდან გადმოტვირთული ყოველი მეოთხე ავტომობილი წარმოადგენდა.
SMMT-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ბრიტანეთში მილიონზე ოდნავ მეტ ახალ ავტომობილს აწარმოებენ, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 15,8%-ით მეტია, ხოლო 2022 წელს წარმოება 1,1 მილიონ ერთეულს მიაღწევს. თუმცა ეს რაოდენობაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებლზე ნაკლები იქნება, როცა ქვეყანამ 1,3 მილიონი ახალი ავტომობილი აწარმოა.
bpn.ge