ენერგეტიკული კრიზისის შედეგად, დიდ ბრიტანეთში, საღამოს 8 საათამდე მოსახლეობას შესაძლოა, საჭმლის მომზადება აეკრძალოს, ხოლო პაბები მხოლოდ საღამოს 9 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
როგორც გამოცემაში წერია, ბრიტანელებს 14:00-დან 20:00 საათამდე სარეცხი მანქანების, ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და ღუმელის გამოყენება აეკრძალებათ. ამავდროულად, პაბები შუქს 21:00 საათზე ჩააქრობენ, ბოლო შეკვეთებს კი 20:30 საათამდე მიიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ბრიტანეთში ახალი შეზღუდვები ეკონომიკაში არსებული ვითარების გამო.
წყარო: bpn.ge