დიდ ბრიტანეთში ბოროტმოქმედებმა სატვირთო მანქანა დააყაჩაღეს და 6.6 მილიონი დოლარის ღირებულების Apple-ის პროდუქცია გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი 10 ნოემბერს, М1-ის ტრასაზე მოხდა, რომელიც ლონდონს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილთან აკავშირებს.
ბოროტმოქმედებმა სატვირთო მანქანა გააჩერეს, მძღოლი და დაცვის თანამშრომელი შებოჭეს, რის შემდეგაც Apple-ის პროდუქცია თავიანთ მანქანაში გადაიტანეს.
პოლიცია მოქალაქეებს მიმართავს, ინფორმაცია მიაწოდონ მათ Apple-ის პროდუქციის უჩვეულო ვითარებაში გაყიდვის შესახებ.
imedinews.ge